გამარჯობა მეგობრებო
იდეის დონეზე დაიბადა გავაკეთოთ ტელევიზია პირობითი სახელწოდებით "ჩვენი კინო" სადაც იქნება წარმოდგენილი მხოლოდ ქართული სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმები. როგორც თანამედროვე ბოლო წლებში გადაღებული ასევე ძველი კინოკლასიკები.
ტელევიზიის აპარატურა ავტომატიზაციის პროგრამა და ა.შ შეძენილია რეალურად ეთერში გასვლა ხვალიდანაცაა შესაძლებელი. მოლაპარაკებები დასრულებულია სილქტივისთან, აიეტთან, ბათუმის და ქუთაისის მსხვილ საკაბელო ოპერატორებთან, ასევე თანამგზავრულ ოპერატორებთან ბლექ ზი სატი, გლობალ ტივი რათა არხის ეთერში ჩასმა მოხდეს.
ტექნიკა იძლევა საშუალებას უმაღლესი გამოსახულება (HD) მიაწოდოს ტელემაყურებლებს.
ეს ეტაპი დასრულებულია და ეთერში სრულყოფილად გასვლა შესაძლებელია
არის მეორე ეტაპი
კონტენტის მოძიება, ფილმების ეთერში გასვლის უფლება.
ვეძებთ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს, რომელიც დაგვეხმარება ფილმების ავტორებთან და კინოკომპანიებთან მოლაპარაკებაში რათა რაღაც რაოდენობა ფილმების გადმოგვეცეს სასურველია უსასყიდლოდ. ამით მისცემენ საშუალებას ქართულ კინოს განვითარების და ყურებადობის გაზრდას.
გვაინტერესებს თქვენი აზრი წამოწყებასთან დაკავშირებით.
ვეძებთ ადამიანს რომელიც დაგვეხმარება და სამომავლოდ იმუშავებს ჩვენს არხზე.
ველით შენიშვნებს, რჩევებს და მხარდაჭერას