საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მისტიკასაბჭოთა კავშირში შემავალ რესპუბლიკები არც საკუთრივ შიგნიდან მინიჭებული საერთაშორისო პოლიტიკური სტატუსით და არც საგარეო, ანუ საერთაშორისო პოლიტიკური სტატუსისით არ იყვნენ თანასწორები (თუმცა საბჭოთა კონსტიტუციით ეს დეკლარირებული იყო).
კერძოდ, საერთაშორისო სტატუსის თვალსაზრისით რუსეთის ფედერაციას, უკრაინას და ბელორუსიას - თვით საბჭოთა კავშირის მიერ მინიჭებული ჰქონდათ ძალზე არსებითი უპირატესობები.
როდესაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეიქმნა 1945 წელს საბჭოთა კავშირმა - რათა მისი წარმომადგენლობის მაქსიმიზება მოეხდინა - საერთაშორისო საზოგადოება აიძულა დამაფუძნებელი წევრების სახით მიეღოთ და გაეროს შექმნის ქარტიის ხელმომწერებად დაეშვათ: რუსეთის ფერდერაციული რესპუბლიკა, ბელორუსია და უკრაინა. 1958 წლიდან ნიუ იორკში დაარსდა ბელორუსიის მუდმივი წარმომადგენლობა.
ამდენად გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ -
გაერთიანებული ორგანიზაციის წევრი იყო არა საბჭოთა კავშირი - არამედ საბჭოთა კავშირის სამი რესპუბლიკა - რუსეთის ფედერაცია, უკრაინა და ბელორუსია. გარკვეული თვალსაზრისით შეიქმნა საერთაშორისო პოლიტიკური პარადოქსი - საბჭოთა კავშირის შემადგენელი სამი რესპუბლიკა გაეროს წევრი იყო - თვით სახელმწიფო საბჭოთა კავშირი კი - არა. ამავე დროს ეს საერთაშორისო დონეზე საბჭოთა კავშირის დანარჩენ რესპუბლიკებს და მათს შორის საქართველოსაც დისკრიმინირებულ მდგომარეობაში აყენებდა - საქართველოს უფლებებს ვითომ, ფორმალურად წარმოადგენდა - ერთ-ერთი საბჭოთა რესპუბლიკა - რუსეთის ფედერაცია.
სხვა კუთხით -
1945 წლიდან საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით უკრაინა და ბელორუსია დამოუკიდებელ სახელმწიფოებს წარმოადგებდნენ! აგრეთვე -
გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრიდან ერთი იყო არა საბჭოთა კავშირი, არამედ რუსეთის ფედერაცია!
___________________________________
აქედან გამომდინარე -
ფრიად პრაქტიკული კითხვა:
- თუ საბჭოთა კავშირი არ არსებობდა - მაშინ
საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით საიდან გავიდნენ 1990-1992 წლებში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები?___________________________________
უკრაინა საბჭოთა პერიოდში ორჯერ იყო გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი (1948-1949, 1984-1985).
აქედან გამომდინარე, მაგალითად, 1991 წლის 24 აგვისტოს უკრაინის უზენაესი საბჭოს (რადა) მიერ დამოუკიდებლობის დეკლარირება საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით ნონსენსი იყო, - ისევე როგორც ნონსენსი იყო უკრაინის „ცნობა“ მსოფლიოს ქვეყნების მიერ 1991 წლის განმავლობაში.
- გაეროს წევრმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა?
- თუ გარეოს წევრი ქვეყანა შეიძლება არადამოუკიდებელი იყოს - მაშინ რატომ არ შეითლება გაეროს წევრი იყოს ჩეჩნეთი ან აფხაზეთი?რა ცნეს მსოფლის ქვეყნებმა? გაეროს წევრი ქვეყანა - რომელიც თვით იყო გაეროს ყველა ქარტიის, დადგენილების, გადაწყვეტილების, კენჭისყრის მონაწილე?
___________________________________
სხვა აქედან გამომდინარე დასკვნების გაკეთებაში ალბათ ფორუმის წევრები წაივარჯიშებთ
This post has been edited by ბპგ on 15 Apr 2006, 04:07