სსრკ მიერ ბალტიის ანექსიის „არ ცნობის“ დოქტრინამას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირმა რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის შესაბამისად მოახდინა ბალტიის რესპუბლიკების ოკუპირება და ანექსია, 1940 წლის 23 ივლისს აშშ ხელისუფლებამ სიმპსონის დოქტრინა განავრცო ბალტიის რესპუბლიკებზეც: „ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის საბჭოთა ანექსიისა და სსრკ-ში ჩართვის არ ცნობით“. ამავე დროს აშშ-მ განსაზღვრა, რომ იგი შეინარჩუნებს ამ ქვეყნების დამოუკიდებელ საელჩოებს აშშ-ში შემდგომი
50 წლის განმავლობაში (
ანუ 1990 წლის ჩათვლით).
სინქრონოლოგია: ლატვიამ და ლიტვამ გამოაცხადეს დამოუკიდებლობდა და სსრკ-დან გასვლა ზუსტად 1990 წელს
1959 წელს აშშ კონგრესმა 14 ივნისი გამოაცხადა „ბალტიის დამოუკიდებლობის დღედ“.
1975 წელს აშშ კონგრესმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითად ევროპის სახელმწიფოების საზღვრების უცვლელობის პრინციპი არ ვრცელდებოდა იმ ქვეყნებზე, რომელთავ ეხევოდათ „არ ცნობის“ დოქტრინა.
დამიუკიდებელი ბალტიის რესპუბუბლიკებს ოკუპაციის პერიოდში მხარს უჭერდნენ აგრეთვე სხვა ქვეყნებიც, მაგალითად - ესტონეთის მთავრობა ემიგრაციაში ჩამოყალიბდა შვედეთში 1953 წელს.
__________________________________
ბალტიის რესპუბლიკების ანექსიის უსამართლობის ცნობა სსრკ მიერ 1989 24 დეკემბერს1989 წლის 2 დეკემბერს კუნძულ მალტასთან მოხდა სსრკ პრეზიდენტის მ.გორბაჩოვისა და აშშ პრეზიდენტის ჯ.ბუშს. ამ შეხვედრაზე გადაწყდა „ცივი ომის“ დასრულება და ამ ომისაგან გამომდინარე წინააღმდეგობებისა დარეგულირება (მათ შორის იგულისხმებოდა აგრეთვე ბალტიის რესპუბლიკების სსრკ მიერ ოკუპაცია და ანექსიაც).
სინქრონოლოგია: მალტის შეხვედრიდან სამი კვირის შემდეგ კი საბჭოთა კავშირის უზენაესმა საბჭომ 1989 წლის 24 დეკემბერს ბალტიის რეპუბლიკების - ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის ოკუპაცია და ანქსია საბჭოთა კავშირის მიერ 1940 წელს უკანონოდ ცნო და განაცხადა, რომ ეს საბჭოთა ხალხის სურვილისა და ნების წინააღმდეგ და მეტიც - საბჭოთა კანონების დარღვევით მოხდა. ამით არსებითად საბჭოთა კავშირის უზენაესმა საბჭომ ბალტიის რესპუბლიკების გასვლას საბჭოთა კავშირიდან ლეგიტიმური საფუძველი მისცა და წააქეზა.
__________________________________
დსთ - ახალი საბჭოთა კავშირი ბალტიის გარეშე1991 წლის 8 დეკემბერს, საბჭოთა კავშირის იმ რესპუბლიკების ლიდერები, რომლებიც გაეროს
დამაფუძნებელი წევრები იყვნენ ანუ
რუსეთის, ბელორუსიისა და უკრაინის - შეიკრიბნენ ბელორუსიაში, ბელოვეჟში და ხელი მოაწერეს
ეუთოს შექმნის ხელშეკრულებას.
1991 წლის 21 დეკემბერს, ყაზახეთის დედაქალაქში ალმა-ათაში ეუთოს დამაფუძნებლებმა მიიწვიეს ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მეთაურები
გარდა ბალტიის ქვეყნებისა როდესაც მათ ხელი მოაწერეს ეუთოში გაწევრიანებას.
სინქრონოლოგია: საქართველომ ეუთოს წევრობაზე უარი განაცხადა - 1991 წლის 22 დეკემბერს საქართველოში დაიწყო პუტჩი.
მას შემდეგ, რაც 1991-1992 წლების პუტჩით დაამხეს ეროვნული ხელისუფლება საქართველოც აფხაზეთის ომის დროს ე.შევარდნაძის სოხუმში ალყიდან განთავისუფლების საფასურად საქართველო აიძულეს შესულიყო ეუთოში - ამით დასრულდა საბჭოთა კავშირის რეორგანიზება.
__________________________________
აქვს თუ არა საქართველოს „დსთ“-დან გასვლის უფლება?წერია ახალ მოლოტოვ-რიბენტროპის გარიგებაში?
საეჭვოა - იმიტომაც, მიუხედავად ღვინის, ბორჯომის ბლოკადებისა, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაციის - ვერ გადიან - არ უწერიათ...
This post has been edited by ბპგ on 19 Apr 2006, 10:48