"თავის დროზე ვატიკანში სერიოზული დებატები იმართებოდა იმის დასადგენად იყვნენ თუ არა შავკანიანი ადამიანები ღმერთის შვილები და საერთოდ ადამიანები" ..........
დაბალი თვითშეფასება, რომელსაც უფრო მეტად გარე სამყაროს მტრული განწყობა განაპირობებს, ხელს უშლის ქამინგაუთის პროცესს.
ადამინებს ეშინიათ აღიარონ თავისი მიდრეკილება. აღიარების შიში ზოგიერთ ადამიანში იმდენად ძლიერია, რომ ისინი ხშირად ჰეტეროსექსუალ ჰომოფობზე უფრო მძაფრად გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას, მონაწილეობას იღებენ ჰომოსექსუალთა დისკრიმინაციაში, მოუწოდებენ საზოგადოებას "გადამჭრელი ზომების" მისაღებად ჰომოსექსუალთა მიმართ და სხვ. ზოგი,
პირიქით, გარბის ჰომოსექსუალურ სუბკულტურაში, სადაც პოულობს თანამოაზრეებს.
თუმცა, ეს მოშვებისა და თავისუფლების პერიოდები ხშირად იცვლება დანაშაულისა და შიშის განცდით. ბევრი დიდი ძალისხმევის შედეგად ეგუება, ადამიანისთვის დამამცირებელ პირობებში ორმაგი ცხოვრებით ცხოვრებას.
(
ნეტავ რამდენმა ამოიცნო საკუთარი თავი? )
-------------
ლგბტ ადამიანები სწორედ აზია-აფრიკის ქვეყნებში იდევნებიან ყველაზე მეტად. იმის გარდა, რომ მათ ლინჩის წესით ასამართლებენ, სამუდამო პატიმრობაში ამყოფებენ და/ან სიკვდილით სჯიან წარმოუდგენელი სისასტიკით, საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ მათი არსებობის საკითხსაც.
ეს ყოველივე კი ოდნავ პარადოქსულია, რადგან
ევროპაში თავის დროზე ჰომოსექსუალობას სპარსულ, თურქულ და აღმოსავლურ დაავადებას უწოდებდნენ, ხოლო ვატიკანში კი სერიოზული დებატები იმართებოდა იმის დასადგენად იყვნენ თუ არა შავკანიანი ადამიანები ღმერთის შვილები და საერთოდ ადამიანები. ამ ქვეყნების დამოკიდებულებამ სექსუალური მრავალფეროვნებისადმი უკვე ააგორა პროტესტის საკმაოდ მძლავრი ტალღა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
-------------
დისკრიმინაციის აკრძალვას ეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი, რომელიც მიუთითებს, "ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა".
მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, ეს დებულება ყოვლისმომცველია და შეესაბამება ძირითადი საერთაშორისო დოკუმენტებით უზრუნველყოფილ აკრძალვას, მასაც აქვე მთელი რიგი ხარვეზები, რამაც პირის დისკრიმინაციისაგან დაცვა შეიძლება შეაფერხოს.
ერთ-ერთი თვალშისაცემი ხარვეზი ისაა, რომ ეს მუხლი არ მოიცავს "სექსუალურ ორიენტაციას" როგორც კონკრეტულ საფუძველს, რომლის მიხედვითაც დისკრიმინაცია დაუშვებელია.
საფუძვლების ჩამონათვალი მე-14 მუხლში ამომწურავია, ანუ არ ტოვებს შესაძლებლობას, რომ დისკრიმინაცია აკრძალული იყოს სხვა საფუძვლითაც, რომელიც არ არის ასახული მოცემულ მუხლში.
------
ამერიკელი სოციოლოგი რიჩარდ ტროიდენი* ჰომოსექსუალური იდენტიფიკაციის ფორმირების პროცესს ოთხ ძირითად სტადიად ჰყოფს:
პირველი სტადია - სენსიტიზაციის პერიოდი, როდესაც მოზარდი ჯერ არ ფიქრობს საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე და ავტომატურად აღიქვამს თავს ჰეტეროსექსუალად. თუმცა, ბევრი
ჰომოსექსუალი აღნიშნავს, რომ უკვე ადრეულ ასაკში ისინი გრძნობდნენ საკუთარ "განსხვავებულობას" თავისავე სქესის წარმომადგენლებისაგან, რაც გამოიხატებოდა ქცევაში, ინტერესებში, გარეგნობაში... აღნიშნული განსხვავებები ამ ასაკში აღიწერება ძირითადად ფემინურობისა და მასკულინობის მეტაფორებით (ქალაბიჭა, ქალაჩუნა და სხვ.) და ნაკლებად უკავშირდება ეროტიკულ თვითგანცდას.
მეორე სტადია - ეჭვების პერიოდი, როდესაც ინდივიდი უკვე ფიქრობს საკუთარ სექსუალურ იდენტიფიკაციაზე, მაგრამ ჯერ კიდევ არ შეუძლია მკაფიოდ ჩამოყალიბდეს. ამ სტადიას გადიან ყმაწვილობის პერიოდში და მეცნიერების აზრით, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ყველაზე მძიმე და დრამატული პერიოდია თვითიდენტიფიკაციის პროცესში.
მესამე სტადია - საკუთარი სექსუალობის მიღება/აღიარება. ამ პროცესის ხანგრძლივობა დამოკიდებულია როგორც ადამიანის ინდივიდუალურ თავისებურებებზე, ისე სოციალურ გარემოზე. რაც უფრო ტოლერანტულია გარემო, მით უფრო ნაკლებ ენერგიას ხარჯავს მოზარდი შინაგან კონფლიქტებზე და სექსუალურ თვითიდენტიფიკაციაზე.
მეოთხე სტადია - ჰომოსექსუალური თვითიდენტიფიკაცია, მხოლოდ მოზრდილობის პერიოდში დგება. ეს ფაზა ძირითადად დაკავშირებულია მეტნაკლებად მყარი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებასთან, ხდება სექსუალობის შერწყმა ემოციურობასთან და სხვ. სექსუალური თვითიდენტიფიკაცია არ ნიშნავს, რომ ადამიანები მზად არიან საკუთარი განსხვავებულობა საჯაროდ აღიარონ - გაიხსნან მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, თანამშრომლებთან. ამგვარი გადაწყვეტილება ყველასთვის არაა მისაღები. საზოგადოებაში, სადაც ჰომოფობიური განწყობა მძლავრია, აღიარებამ, შეიძლება, ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციოს ადამიანს.
(
რომელ სტადიაზე ხარ შენ, ნორჩო აგრესიულო ჰომოფობო? 
)
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე ათწლეულში ბევრ ქვეყანაში შეინიშნება საკუთარი სექსუალური ორიენტაციით სიამაყისა და პოლიტიკური უფლებებისთვის ბრძოლის ტენდენცია,
როგორც მამაკაცთა, ასევე ქალ ჰომოსექსუალთა უმრავლესობა მაინც ამჯობინებს, არ გაახმაუროს თავისი ორიენტაცია.
ასეთ შემთხვევებში ხშირად ირჩევენ ასექსუალური ქცევის ტაქტიკას ან ცდილობენ შეინარჩუნონ ჰეტეროსექსუალის იმიჯი, რაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს ადამიანისაგან - ადამიანი იძულებულია მუდმივად აკონტროლოს ინფორმაცია, რომელიც
მისი პირადი ცხოვრების შესახებ ვრცელდება, მუდმივად ატყუოს ახლობლები, იცხოვროს ორმაგი ცხოვრებით...
გეების და მათი მშობლების ურთიერთობის შესწავლამ აჩვენა, რომ ხშირ შემთხვევაში გეი, რომელიც მშობლებს თავის ორიენტაციას არ უმხელს, მშობლებზე ზრუნვით ხსნის. ის, რომ მშობლებმა შეიძლება უარი თქვან მათზე, გეებს გაცილებით იშვიათად აღელვებთ.**
-----------
კვლევების შედეგად დადასტურდა, რომ ჰომოსექსუალთა მიმართ კეთილგანწყობილი ადამიანები, როგორც წესი, უშუალოდ იცნობენ ერთ ან მეტ ასეთ პიროვნებას. ამის გამო ფსიქოლოგები თვლიან, რომ ლგბტ, როგორც ჯგუფის მიმართ უარყოფითი ამოკიდებულება მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს, არაა წარმოქმნილი მათთან რეალურად ურთიერთობის გამო და მხოლოდ და მხოლოდ სტერეოტიპების შედეგია. სტერეოტიპებისა და მითების გავრცელების ძირითადი წყარო კი მას-მედიის საშუალებებია.
კვლევამ გამოავლინა ქართულ მედიაში ყველაზე უფრო გავრცელებული სტრერეოტიპები.
კონკრეტული კულტურის დამოკიდებულება სხვადასხვა
სექსუალური ქცევის მიმართ (ითვლება ეს გმირობად, ცოდვად, დანაშაულად, ბუნებრივ მოვლენად თუ სხვ.) გავლენას ახდენს ამ ადამიანების "ხილვადობაზე" საზოგადოებაში და არა მათი რაოდენობის ზრდაზე ან შემცირებაზე. უბრალოდ, ისინი, ვინც ნეგატიური საზოგადოებრივი აზრის გამო მალავენ თავის გრძნობებს, ბოლოსდაბოლოს, მიიღებენ შესაძლებლობას ღიად იცხოვრონ და გამოხატონ თავისი თავი.
წყარო:
http://www.inclusive-foundation.org/magazi...%20magazine.pdf..........
თემის ავტორისგან:
ეს ის ჟურნალია რომლის გამოც ბევმრა ადამიანმა დანარჩენებს ისე მიაყენა არაერთგზის შეურაცყოფა, რომ არც კი გადაიკითხეს რაზე იყო ლაპარაკი, იმისთვის მაინც რომ სცოდნოდათ ვინ არიან, რას ითხოვენ და რა "პროპაგანდას" ეწევიან...
* * *
. .
* * *
. .