მოკლედ, გუშინ ტაქსით გავექანეთ მე და ჩემი ქმარი იმის სამსახურში და მანქანიდან რომ გადმოვდიოდით (დენიკინის დროინდელი დაფახფახებული ტაქსი იყო), სიჩქარეში, როგორც ჩანს, ჯიბიდან გადმომივარდა და მხოლოდ მაშინ შევნიშნე ეს, როცა შენობაში შევედით.
ცხადია, ნომერი არც მახსოვდა მანქანის (არც მიმიქცევია ყურადღება). დავიწყე გამწარებული რეკვა, ზარი გადის, მარა არავინ პასუხობს. არადა, ისეთი "მეტლები" მაქვს დაყენებული, ვიძახდი, ყრუა რომ არ ესმისთქო?
უფრო მეტად იმის მეშინოდა, ვინმე კლიენტი რომ ჩაჯდეს და ჯიბეში ჩაიდოს, მერე სადღა მივდივართქო..
მოკლედ, ამ რეკვაში გავიდა 2 საათი (სანამ ჩემი ქმარი მუშაობდა), მოვედით სახლში, იმეის ნომერი ვნახე, პატრულში დავრეკე, ვიფიქრე, ჩავაწერინებ და დეტექტორი თუ რაღაც ჯანდაბა რომაა, მაგით იქნებ იპოვონთქო.
ამასობაში ჯერ კიდევ გადის ზარი და არც არავინ პასუხობს.. ვიფიქრე, ალბათ სიდენიებს შორის ჩავარდა და არავის არაფერი ესმის იმ ფახფახშითქო.
ძვირფასმა საპატრულო განყოფილებამ მაცნობა, რომ თურმე უნდა მივსულიყავი ნებისმიერ განყოფილებაში და დამეწერა განცხადება (აპიატ ბიუროკრატია, ბლინ!).
ახლა იმის შემეშინდა, ეს ჩემი საცოდავი ტელეფონი თუ დაჯდა და გამოირთო, თან თუ ამ სიდენიებს შორისაა სადღაც ჩავარდნილი, ან ვიპოვი აწი ან - არათქო..
მოკლედ, გადავწყვიტე დღეს მივსულიყავი და განცხადება დამეწერა პალიციაში.
ჰოოოოდააა... ღამის პირველი საათი ხდებოდა წუხელის, დამირეკა იმ მძღოლის შვილმა თუ რძალმა თუ ვიღაცამ და მითხრა, ვიპოვეთო.
დღეს შევხვდი და დამიბრუნა უკან. თურმე ჩვენ რომ დაგვტოვა, მანქანა გაუჩერებია და მაგიტომ არ ესმოდა ზარი. მერე კი გვიან აღმოუჩენია შემთხვევით.
სიმართლე რომ გითხრათ, გამიკვირდა, თან ძალიან!
მობილურს იმდენად არ ვჩიოდი, რამდენადაც ჩემს phone book-ს

როგორც ჩანს, ხალხს ჯერ კიდევ აქვს სინდისი
I love ALL animals - except for those who are considered to be "humans".
London - you know, fish, chips, cup of tea... bad food, worse weather, Mary-fucking-Poppins. London!
It's all about music!
არაფერი არ გვეშველება.. არასოდეს!.. :mo: