გლუშიტელს "ჩახედე თვალებში"

"თვალები"(გამომავალი ტრუბები) არ მოგატყუებს, თუ გამხმარია და იჟანგება ესეიგი გრამს არ ჭამს და კომპრესიაც კარგი აქვს, თუ გამოჭვარტლულია დიზელივით, მაშინ ოოოოო...... თუ დაიწყო გამყიდველმა ფიცილი ასეო და ისეო, მაშინ აიღე საშრობის ქაღალდი და შემოახვიე ვიხლოპის ტრუბას თანაც ისე რომ გაზები ახერხებდნენ მასში გავლას (ცოტა ფანტაზიაა საჭირო) მერე გაისეირნეთ მანქანით და დაღმართზე სიჩქარეზე "ნაკატით" დაგორდი ასე 20-30 მეტრი, ძრავის აბაროტები უნდა იყოს დაახლოებით 3-4000 ათასი და დაღმართის ბოლოს გაზი მიეცი ერთი ორჯერ, მერე მოხსენი საშრობი და გააშრე, თუ ლაქები დაიტოვა თუნდაც შავი, ესეიგი "ბატონი მოტორი" ზეთს მიირთმევს, მაგას გამოჭვარტლული ექნება სვეჩებიც ასე რომ . . . .