#4231123 · 26 Nov 2006, 12:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ, ამ ზაფხულს შეიკრიბნენ ჩვენი შპალრამენტარები, სისხლის სამართლის კოდექსში რაღაც მიცვალ-მოცვალეს და დაიშალნენ. თუ აქამდე გაუფორმებელი გლუვლულიანი იარაღის შენახვა და ტარება მარტო ადმინისტრაციული წესით იყო დასჯადი. ეხლა უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია. მოკლედ, მე გაგაფრთხილეთ და დანარჩენი თქვენ იცით.
ეს თემა არსენალშიც მქონდა გახსნილი, მაგრამ ჩაიძირა. სახელმწიფოს "რატომღაც" დაავიწყდა გაეფრთხილებინა მოსახლეობა ამ ცვლილების შესახებ. ასევე თხოვნა მაქვს იმ მედია-საშუალებების თანამშრომლებთან ვინც ამ ფორუმზე შემოდიან, რომ ეს ცვლილება მოსახლეობას აცნობონ მედია-საშუალებებით. ცოდოა ხალხი. ბევრს აქვს გაუფორმებელი სანადირო იარაღი.
--------------------
ნადირობა ბინებზე კი არა, ჭვავის ყანაში მორბენალ ბალღებზე მიდის.
Et facta est lux!
無名天地之始, 有名萬物之母。
https://bilingua.ge/
|