ამ ტოპიკის გახსნის იდეა სპონტანურად მოვიდა.
ნახეთ აქედან 5 პოსტი
იზაბელ იუპერი, Isabelle Huppert (post #13843934)ისე რატომაც არა?
არ ეყოფათ ისედაც დაჩაგრულები რომ არიან და ასაკმოძალებულებს როლებს აღარ სთავაზობენ, ისე როგორც მაშინ, ახალგაზრდობისას...
ჩვენ მაინც მოვეფეროთ, მოვესიყვარულოთ, გავიხსენოთ მათი დიდების დრო და ისიც თუ დღესას ბევრი მათგანი როგორი დაფასებული და სასურველია, როგორც მსახიობი და როგორც ქალი. მათ სიტყვა ,,ბებერი" გაასიმპატიურეს და ყურისთვის კეთილხმოვანი გახადეს!

ეს ტოპიკი ბებერი ლომების არაა! ასაკოვანი მამაკაცები აქ არ იხსენებიან, თუნდაც იმიტომ ,რომ მაგალითად,ჰოლივუდის სტანდარტებით, ისინი დღესაც წარმატებით იღებენ როლებს და სულ ქორფა გოგონების მეწყვილეებად გვევლინებიან ფილმებში.
ნუ რა თქმა უნდა ისეთი დოზით აღარ, როგორც ეს მეოცე საუკუნის 40-იანი წლებიდან საუკუნის თითქმის დასასრულამდე იყო. დღეს კინო წყვილები თითქმის ერთი ასაკისანი არიან უმეტეს შემთხვევაში. ძალიანაც კარგი! დისკრიმინაცია ცოტა კაცებსაც შეეხოს, არაფერი დაშავდება!
მოკლედ, წინ მეგობრებო!
პირველი ქალი, რომელიც ყველაზე მეტად იმსახურებს ამ ტოპიკში ხსენებას ,არის დიდებული ჰელენ მირენი, 64 წლის!



საქართველოში ყველაფერს პატიობენ...გარდა ნიჭისა. შალვა ნუცუბიძე