http://www.imdb.com/title/tt0058946/მოთხრობილი მოვლენები ეხება ალჟირელების ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის.სიუჟეტი გაწერილია ნაციონალური განმანთავისუფლებელი ფრონტის ერთ-ერთი ლიდერის მემუარებზე დაყრდნობით.
საფრანგეთში აღნიშნული სურათი აკრძალულიც კი იყო...ცნობილი ფაქტია ისიც,რომ პენტაგონში მასიური ჩვენებები გაიმართა,აშშ-ს ერაყში ინტერვენციამდე.ანუ აქცენტი გაკეთდა ანტიპარტიზანულ ქმედებებზე,ტერორიზმზე ქალაქის პირობებში და ა.შ.
თავის დროისთვის საკმაოდ სკანდალური ნამუშევარია,ომის ქრონიკა,სისხლით და წამებით მოპოვებული თავისუფლება!
ფილმში გატარებულია ომის და ომისშემდგომი სტრატეგიის თუ ფოლოსოფიის ნიუანსები,რომლებიც მიუჩვეველი თვალისთვის შეიძლება შეუმჩვნეველი გახდეს.
რაკურსები და სცენები დოკუმენტური ფილმის იმიტაციის შეგრძნებას ტოვებს.არაპროფესიონალ მსახიობთა თვალებში კი ამ მოვლენების რეალური ტკივილი და ემოცია იხატება.






გარკვეულ წილად საკულტოც...
მარტო პარიზის ახალგაზრდობის ბუნტების ჩამოთვლა რად ღირს,სხვადასხვა ექსტრემისტულ დაჯგუფებებზე და რადიკალური პოლიტიკური შეხედელებების მქონე ორგანიზაციებზე აღარც კი ღირს ლაპარაკი...
მორიკონეს ერთის მხრივ მელანქოლიური და მეორეს მხრივ სულისაღმძვრელი კომპოზიცია,ტყვიებისა და დროშების კვალდაკვალ...
საერთო ჯამში,თუნდაც ეს ისტორია იმის ნათელი მაგალითია,თუ როგორ ვერ ამარცხებს ადამიანთა მოდგმა იმპერიალიზმის(გნებავთ კოლონიალურ) იდეოლოგიას,როგორ ხდება ფაშიზმის მტერი იგივე "ფასეულობების" მატარებელი,როგორ ამართლებს მიზანი საშუალებას...მილიონამდე მსხვერპლი და კიდევ ერთი შავი ლაქა ისტორიის ფურცლებზე...
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ნანახი აქვს ვინმეს ეს ფილმი?