ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ თანამედროვე ფეხბურთი ძალიან სწორხაზოვანი გახდა. ფეხბურთელი ბურთს რომ მიიღებს უმეტეს შემთხვევაში ვიცი რას გააკეთებს. ყველა გუნდი ერთმანეთს ემსგავსება.
არანაირი ფანტაზია, არანაირი ინდივიდუალურობა, არანაირი ვირტუოზობა აღარ შეიმჩნევა. ყველა სტანდარტული მონახაზით თამაშობს და ამ მონახაზის იქეთ ვეღარ იყურებიან.
ბოლო დიდი მაესტრო ფეხბურთიდან 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური თამაშის მერე წავიდა. დღეს მხოლოდ ორი ფეხბურთელი ახერხებს ასე თუ ისე არაორდინალური გადაწყვეტილებებით თამაშის გალამაზებას:
ლაიონელ მესსი და რონალდინიო. ცუდია ორივე ბარსაში რომ თამაშობს

p.s. (მოდერატორებს ვთხოვ მსგავსი თემა თუ არსებობს იქნებ ჩემი ეს პოსტი არსებულს მიუერთონ, მე ვეძებე და ვერ ვიპოვე)