ლორთქიფანიძე ვარ..
აუ ვიცი კი არა ზეპირადაც ვიცი

სამი ვერსია არსებობს ლორთქიფანიძეების წარმოშობის.
1. სვანეთში ყოფილა სოფელი ლორთქიფანანი, საიდანაც მერე გვარი წარმოიქმნა, ოღონდ მთასა და ბარს შორის ომიანობის დროს ბარში ჩამოსულან და თავადების წოდებაც მიუღიათ.. ეს შოოოორეულ წარსულში.

2. ლორთქო იფანი.. აქედან წარმოდგება, ვიღაც კაცს ეზოში იფანი ჰქპნია და იმის ძეებს ლორთქოიფნისები უწოდეს.. ნუ მერე გახდნენ ლორთქიფანიძეები..
3. ეს ვერსია ყველაზე მეტად მომწონს..

ინგლისში ლორდი იყო, რომელსაც მამული ჰქონდა, მამულს და საერთოდ მის გვარს კიპანად(ქიფან) იხსენიებდნენ, ერთ-ერთი ახლოაღმოსვალური ჯვაროსნული ლაშქრობის დროს ეს ტიპი საქართველოში გადმოხვეწილა და ქიფანის ლორდის წოდება შეუნარჩუნებია, ანუ ლორდქიფანი.. ნუ მერე სუფიქსი ძე.. საერთოდ ძველ წყაროებში ყველგან ჩემი გვარი მოხსენიებულია როგორც ლორდქიფანიძე და არა ლორთქიფანიძე..
ისე ფეოდალურ ხანაში და საერთოდ შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, ლორთქიფანიძეები იმერელი თავადები იყვნენ, ოღონდ არა უბრალო თავადები, მათ სპეციალური წოდება, "სამეფო თავადი" ჰქონდათ მიღებული.. თუ არ ვცდები მაშინდელ იმერეთში სამადსამ გვარს ჰქონდა ასეთი წოდება, წერეთლებს, ჩხეიძეებს და ლორთქიფანიძეებს..
anything, but wrong..