#61070939 · 8 Mar 2024, 15:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით, ხალხო ასეთი მომენტია. რაღაცისთვის მჭირდება ფილმიდან მონაკვეთი სადაც ენკავედეს თანამშრომლები სახლში აპატიმრებენ რეპრესიების დროს ვინმეს... უამრავი ფილმი მაქვს ამ თემაზე ნანახი, ვერც ერთის სახელი ვერ გავიხსენე. რო ვგუგლავ ვერაფერს ვერ ვპოულობ. ჩატჯიპიტისაც კი ვკითხე და რაღაც აბდაუბდა სისულელეებს მიწერს...
ხო და რა ხდება? ამოიღეს ეგ ფილმები ისე რომ არავინ ვიცით მათ შესახებ თუ როგორაა საქმე? ან თქვენ ვის გახსოვთ ეგეთი ფილმი, დამიწერეთ რა სახელი.
ანუ მინდა კონკრეტულად სცენა სადაც ღამით (გინდაც დღისით) მიდიან უშიშროების ოფიცრები სახლშ ვინმესთან და აპატიმრებენ.
რამდენიმე ფილმიდან მახსოვს შემდეგი სახის სცენა, როდესაც ღამე აღვიძებენ კარზე კაკუნით, რო უღებენ შედიან ბინაში, ახდენენ ჩხრეკას, უხეშად ექცევიან ოჯახის წევრებს. ეჭვმიტანილს ჩაცმის საშუალებას აძლევენ და მიყავთ, დაბლა ელოდებათ ემადინი თუ რაღაც ეგეთი მანქანა, სადაც შუაში ჩააკვეხებენ ხოლმე ამ დაპატიმრებულს და ისე მიყავთ უშიშროების იზოლატორში.
ხო და ვერსად ვერ ვიპოვე ეგეთი რამე. თუ გახსოვთ ვინმეს გთხოვთ მომეცით ან თავად კადრები ან ფილმი მაინც გამახსენეთ რამე სადაც ეგ კადრებია.
დიდი მადლობა წინასწარ
|