გუშინ კამერული მუსიკის საღამო გაიმართა, რომელზეც დროის უქონლობის გამო ვერ წავედი. თუ რომელიმე თქვენგანი იყო ამ კონცერტზე, იქნებ შთაბეჭდილება გამიზიაროს
ახლა კი ფესტივალის აფიშაR=blue]
21 დეკემბერი[/COLOR]
(კონცერტები ტრადიციულად 19:00-ზე იწყება)
ამერიკის საელჩო საქართველოში
წარმოგიდგენთ
სიმფონიური მუსიკის კონცერტს
თბილისის კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრიმიშა რახლევსკი (დირიჟორი, რუსეთი)
მიშელ პერი (ვალტორნა, აშშ)
შესრულდება:
I
ლეოშ იანაჩეკი სიუიტა (სერენადა), თხზ. 3 (1891)
(1854-1928)
ლუიჯი ქერუბინი სონატა ვალტორნისა და კამერული ორკესტრისათვის
(1760-1842)
II
ტომ შნაუბერი ჰენრი ტემიანკას ხსოვნისადმი
(1969)
ოიზეფ სუკი სერენადა, თხზ. 6
(1874-1935)
ისე, კონცერტებზე წინასწარ ცოტა ძნელია ლაპარაკი, მაგრამ მაინც...
პირადად ჩემთვის საინტერესოა ქალბატონის მიერ ვალტორნაზე შესრულებული სოლოების მოსმენა.
კონცერტზე წასვლის ერთგვარი ინტრიგაა, ასევე, კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრი, რომელიც, წესით ლევ მარკიზის გარჯის შემდეგ, წესით კარგ ფორმაში უნდა იყოს...
23 დეკემბერი BRAVA MAESTRA!
ლიანა ისაკაძის საიუბილეო საღამო
კონცერტში მონაწილეობენ:
ე. მიქელაძის სახ. ეროვნული სიმფონიური ორკესტრი
დირიჟორი და სოლისტი – ლიანა ისაკაძე (ვიოლინო)
თამარ ლიჩელი (ფორტეპიანო)
ხათუნა თუშმალიშვილი (I ვიოლინო)
ეკატერინე ფანცხავა (II ვიოლინო)
სერგო ეროიანი (ალტი);
მიხეილ ხოშტარია (ჩელო)
შესრულდება:
I
ე. შოსონი კონცერტი ვიოლინოს, ფორტეპიანოსა და სიმებიანი კვარტეტისათვის
II
ფ. მენდელსონი კონცერტი ვიოლინოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის, რე მინორი
ფ. მენდელსონი კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის, მი მინორი
კონცერტის შესახებ ვერაფერს ვიტყვი. ბოლოს, როდესაც ლიანა ისაკაძის დაკრულს მოვუსმინე, დიდად ვერ ვისიამოვნე...
24 დეკემბერიფოლკლორული მუსიკის კონცერტი
თბილისის კონსერვატორიის სტუდენტთა ფოლკლორული ანსამბლი ხელძღვანელი ნატო ზუმბაძე
კონცერტზე, შესრულდება საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები. თბილისის კონსერვატორიის სტუდენტთა ფოლკლორული ანსამბლი ორიოდე წლის ჩამოყალიბებულია და ჩემი აზრით, საკმაოდ კარგი კურსი აქვს აღებული. ანსამბლი აუთენტური ჩანაწერებიდან სწავლობს სიმღერებს და მაქსიმალურად ცდილობს ნამღერის პირველწყაროსთან მიახლოვებას.
ყველას გირჩევთ დაესწროთ ამ კონცერტს, უთუოდ დაიგროვებთ სასიამოვნო შთაბეჭდილებებს.
დანარჩენი კონცერტების აფიშასა თუ რეკომენდაციებს მოგვიანებით დავწერ. ჯერ კი ვნახოთ, რამდენად აქტიურია ქართველი მსმენელი, როგორც შემფასებელი