
იქითა კვირიდან, 4 დეკემბრიდან, დაიწყება საქართველოში პირველი ღია ჩემპიონატი სტრაიკბოლში.
ჩემპიონატი გაიმართება შემდეგი ფორმატით:
1. ბრძოლები გაიმართება გუნდი გუნდზე.
2. გუნდში უნდა იყოს 5 კაცი.
3. შეიარაღება და ამუნიცია მთლიანად გუნდების პასუხისმგებლობაზეა
4. ორი გუნდი ერთმანეთში გამართავს 4 ან 6 რაუნდს, იმისდა მიხედვით რამდენი გუნდი განაცხადებს მზადყოფნას მიიღოს მონაწილეობა ჩემპიონატში.
5. ჩემპიონატი ჩატარდება წრიული პრინციპით - ყველა გუნდს მოუწევს ყველა გუნდთან შეხვედრა.
6. ჩემპიონატი დაიხურება 18 დეკემბერს. ანუ ჩატარდება ორი ან სამი შეხვედრა (4, 17, 18 დეკემბერი სავარაუდოდ) 18 შივე გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი.
7. პრიზები და საპრიზო ფონდი არ არსებობს. ჩემპიონატის ერთადერთი მიზანი და მოტივაცია არის გართობა, დასვენება და სიამოვნების მიღება. ვინაიდან სტრაიკბოლი თითოეული მებრძოლის პატიოსნებაზეა დამყარებული პრიზების დაწესება არასწორი იქნებოდა.
8. ბრძოლები გაიმართება ორ ან სამ სხვა და სხვა პოლიგონზე, 4-ში პირველი შეხვედრები გაიმართება ან მუხიანში ან ნუცუბიძის I-ელ პლატოზე. შეკრების ადგილს და დროს შევატყობინებ ყველა მსურველ გუნდს არაუგვიანეს პარასკევი დღისა.
9. ჩემპიონატი ღიაა ნებისმიერი მსურველი გუნდისათვის და ჩემპიონატში მონაწილეობა აბსოლიტურად უფასოა!
ბრძოლების პირობები:
ა) ვიომებთ 10-20 წუთიან რაუნდებს(პოლიგონის ზომების მიხედვით)
ბ) ბრძოლის მოგების პირობებს გაგაცნობთ უკვე პოლიგონზე მისვლისას, იმის მიხედვით რომელ პოლიგონზე ვიქნებით და რა ამინდი იქნება(ტალახი და ა.შ.)
გ) მოწინააღმდეგის ყველა მებრძოლის მოკვლა ნებისმიერ შემთხვევაში იქნება გამარჯვებისათვის საკმარისი პირობა.
დ) ერთ მებრძოლს შეიძლება ქონდეს ნებისმიერი რაოდენობის სტრაიკბოლის იარაღები და ტყვიები.
ე) ერთ მებრძოლს, ერთ რაუნდში შეიძლება ქონდეს მხოლოდ ერთი ცალი გრანატა.
ბრძოლების ჩატარების მექანიზმი:
იომებს ორი გუნდი, მორჩებიან რაუნდს და მაშინვე დაიწყებენ ომს შემდეგი წყვილი. მორჩებიან ისინი იომებს შემდეგი წყვილი, მერე ისევ პირველი წყვილი ოღონდ გაცვლიან მხარეებს. ანუ ერთი რაუნდი ომის შემდეგ ორივე მხარე ისვენებს. 10 წუთიანი რაუნდების შემთხვევაში ერთი გუნდი, ერთ დღეს ორ სხვადასხვა გუნდს შეხვდება და ჩაატარებს ოთხ-ოთხ რაუნდს თითოეულთან(ანუ თუ ბევრი გუნდი გამოვა ჩემპზე).
დღეს დღეობით განაცხადი შემოტანილი აქვთ შემდეგ გუნდებს:
Mclouds
Reservoir Dogs
Waffen-SS
Ground Sharks
დამატებითი ინფორმაცია გუნდებზე და მათ წევრებზე იხილეთ აქ:
http://enigma.caucasus.net/index.phphttp://strikeball.gol.ge/http://strikeball.boom.ge/index.phpსტრაიკი რუსეთში:
http://www.airsoftgun.ru (აქვე არის აუმრავი ლინკები უცხოეთის სტრაიკბოლის საიტებზე)
უკრაინაში:
http://www.airsoft.com.uaპ.ს. თუ ვინმეს უნდა შეიძლება დავილაპარაკოთ იარაღების გაქირავება, სიმბოლურ ფასად რა თქმა უნდა. მაგრამ რა აზრი აქვს როცა ისედაც 8 ლარი ღირს იარაღები ლილოს ბაზრობაზე? უკეთესები ჩვენ მაინც არ გვაქვს და რაც გვაქვს უკეთესი იმათ პატრონები ცეცხლის ფასადაც არ გააქირავებენ. სათვალეების თხოვების ვარიანტი იქნება, მაგრამ ცუდი სათვალეების იასნია, 20 ლარიან სათვალეს არავინ არ გათხოვებთ.
პ.პ.ს. მოკლედ იარაღები და ტყვიები იყიდება ნებისმიერ ბაზრობაზე, ლილო prefered, ფასები 8 ლარიდან და ზემოთ, 80 ლარი ღირს აუტომატური AUG-ი მაგალითად. კარგი სათვალეები იყიდება რუსთაველზე მონადირეში, ფასი 15 ლარიდან და ზემოთ.
This post has been edited by tazo2005 on 29 Nov 2005, 22:36
Жизнь - смертельная болезнь, передаваемая половым путем.
"ავღანეთია და იობანი ვროტია" (c) Zyklon
ჟოპოზიციონერთ მოძულე ანტიმიშისტი
ამ ქვეყანაში ქალიშვილების 90% იმიტომაა ქალიშვილი, რო მაგათ პროსტა არავინ მოტყნავს (c) Kissie