დანიელ აგერი ლივერპულის 21 წლის დანიელი ცენტრალური მცველია, რომელიც რაფამ ამ იანვარში გადმოიყვანა "ბრონდბიუდან" დაახლოებით 5,8 მილიონ ფუნტად. მასზე ამბობენ, რომ დანიაში ასეთი მცველი 20 წელია არ ყოლიათ, რაც ბევრს ნიშნავს, სკანდინავიურ ქვეყნებში ამ ამპლუის ძლიერი ფეხბურთელების სიმრავლიდან გამომდინარე. დანიელის ნიჭზე მიუთითებს რაფას მიერ ყოველგვარი ეჭვის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაც მის გადმოყვანასთან დაკავშირებით.
აგერმა კარიერა კლუბ Rosenhoj-ში დაიწყო, სანამ ბრონდბიუში გადავიდოდა. ახალ გუნდში მისი დებიუტი 19 წლის ასაკში შედგა; დანიელმა ბრონდბიუსთან ერთად დანიის 2004-05 სეზონში სუპერლიგა მოიგო, შემდეგ კი რაფაელ ბენიტესის ყურადღების არეალში მოხვდა.
ის დანიის ნაკრების წევრიცაა - რაფამ და მისმა მრჩევლებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს დანიელის თამაშს დანიასა და ინგლისს შორის მატჩში, სადაც 20 წლის დანიელმა ბრწყინვალედ ითამაშა უეინ რუნისა და მაიკლ ოუენის წინააღმდეგ.
აგერი ლივერპულის მეხუთე დანიელია იან მოლბის, ტორბენ პიეჩნიკის, მიკაელ სტენსგაარდისა და იორგენ ნილენის შემდეგ, როლის მიხედვით კი ის სამი ჰიპიას შემცვლელად ითვლება. დანიელმა უკვე ჩაატარა რამდენიმე თამაში ძირითადში და იმის მიუხედავად, რომ თავისათვის აბსოლუტურად უცხო ლიგაში ითამაშა, ძალიან სტაბილური იყო სამივე მატჩში, რაც განსაკუთრებული მოულოდნელობა არ ყოფილა, გამომდინარე იქიდან, რომ პრემიერლიგაში სკანდინავიელი ფეხბურთელები საკმაოდ იოლად ახერხებენ ადაპტირებას ბრიტანული (ფიზიკური) ფეხბურთის სკანდინავიურთან მსგავსების გამო;
დანიელი ცაციაა და მარცხენა მცველის პოზიციაზეც შეუძლია თამაში.
რაფამ აგერის ტრანსფერის დასრულებიდან ცოტა ხნის შემდეგ განაცხადა: "მას მომავალი 10 წლის განმავლობაში ლივერპულის დაცვაში მყარად ექნება დაკავებული ადგილი". ბენიტესს საერთოდ ასეთი მკვეთრი განცხადებები არ ჩვევია, თუმცა დანიელის შემთხვევაში უკვე აღარავის ეპარება ეჭვი რაფას განცხადების სისწორეში.
დაბადების თარიღი: 12.12.1984
ნომერი: 5
სიმაღლე: 1.93
This post has been edited by Scouser_tornikE on 27 Aug 2006, 21:32
მიმაგრებული სურათი