ხალხნო...
WISSOL PETROLEUM LIMITED არ არსებობს... ან თუ არსებობს, მხოლოდ ფურცელზე aka
подставная компания...
ჩემი გამოძიება:
03:20google.com-ზე ვეძებ: wissol, wissol swiss, wissol petroleum, swiss petrol, ვიპოვე მხოლოდ:
http://www.upi.com/Energy/view.php?StoryID...01-121354-2764r, მაგრამ ამ ინფორმაციის წყარო Kavkas-Press-ია...
03:25რამოდენიმე უშედეგო ცდის შემდეგ google.com-ის მეშვეობით აღმოვაჩინე ვებსაიტი:
http://www.wissolpetroleum.com/მეეჭვება ორი კომპანია არსებობდეს სახელად wissol, და ორივეს შეხება ქონდეს ნავთობთან... ანუ ისაა, რასაც ვეძებთ...
03:27მალევე მივხვდი, რომ საიტზე არაფერი წერია წასაკითხი... ბლა-ბლა-ბლა (ვინც საიტზე წარმოდგენილი ტექსტიდან რამე აზრს გამოიტანს, ჩემ თვალში ელენა ბლავატსკაია იქნება), არც კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია, არც გაკვრით სიტყვა "swiss"...
03:32ვებსაიტის კოდში ჩახედვისას აღმოვაჩინე, რომ საიტი შესრულებულია დილეტანტის მიერ:
სურათების საქაღალდეს ქვია "New Folder" და ა.შ.
და უფრო საყურადღებო აღმოჩენა:
ვებსაიტის დაბლითა მარცხენა კუთხეში რომბის ფორმის ფოტოები მოთავსებულია საქაღალდეში "rombi"
აქ მერე ტუალეტში გავედი...03:46შვეიცარიაში არსებული ენებიდან (გერმანული, იტალიური, ფრანგული), არც ერთზე რომბი არ იწერება, როგორც "rombi"...
03:48ping wissolpetroleum.com
Reply from 213.157.196.22: bytes=32 time=12ms TTL=61
IP მისამართი 213.157.196.22 - ეკუთვნის კომპანია ჯორჯია ონლაინს... ანუ ვებსაიტი განთავსებულია საქართველოში...
და ეხლა არავინ არ მითხრას, რომ შვეიცარიულმა კომპანიამ ქართულ კანარგოს სთხოვა ვებსაიტი გამიკეთე და "დროებით" თქვენთან იდოსო...