#10738851 · 3 Sep 2008, 21:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აბა, დავწეროთ, ვინ როგორ ვიყავით, ვის რით გაგვქონდა თავი ამ უბედურობაში და რომელ მახათს ვხმარობდით ბოღმის, სიმწრის და სინდისის გასაჩუმებლად, რით ვეხმარებოდით მოყვას ლტოლვილებს და ჩვენს თავს, როგორ ვცხოვრობდით და რამ გადაიარა ჩვენს თავზე. კონტრალტოს ბიძაშვილი დაეღუპა, მე - ძმაკაცი. მეზიზღება რემარკი, რომელსაც მწერლად კი არა, ჟურნალისტად ვთვლი, მაგრამ ეს დღეები სულ მახსენდებოდა ისეთი პასაჟები, ყველა რომანში რომ აქვს - შემზარავი სიცარიელის და სიბნელის და უიმედობის. სათქმელად მაგარი ადვილია, მაგრამ თვალებში რომ შეხედავ... მე ხალხის სახელით არ ვლაპარაკობ, მაგრამ არანორმალურად მაწვალებს რელიგიური, თეოლოგიური, ანთროპოსოფიული და მისტიკური შეკითხვა:
რას შეეწირა ჩემი ძმაკაცი???
პასუხი არა მაქვს. ომს, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას, მშვიდობისთვის ბრძოლას, კონსტიტუციას და ა. შ. - ამ სიტყვებმა შინაარსი დიდი ხნის წინ დაკარგა და დაცარიელდა. მარტო ასოები დარჩა. მესმის, რომ ამას არც ერთი ქართველი არ შესწირვია და მიზეზი უფრო ღრმადაა მოსაძებნი. საერთოდ, რაც უფრო შორსაა გათვლილი და მომზადებული რამე, მით უფრო ჩუმად და ადრე იწყება და მიდის. აქ მე სიმბოლურად ერთ ადამიანზე ვფიქრობ. მაღალ პოლიტიკაზე ლაყაფი არ მინდა. მეშინია, სხვა მშობლებს შევხედო, ჩემი ძმაკაცის დედმამას რომ ვუყურებ. 26 წლის ბიჭი. გარეთ - ჭკუაზეაღარმყოფი ლტოლვილები. ვინმე უსმენს თავისთავს??? შეუძლია ამ ხმაურში და საშინელებაში გაარჩიოს, გული და აზრი რას ეუბნება?? ანუ რა საშინელებისკენ მივდივართ? მართლა და საით მივდივართ... ამ გზით ცვეტში ვერც ტაძრამდე მივალთ და ვერც მამის სახლში, შინ. ხალხო, მკვლელობის დაკანონება გაგიგიათ?? არ მითხრათ ახლა, ეგ ხო ყოველთვის ხდებოდაო.
რას შეიძლება მიეჩვიოს ადამიანი და სადამდე შეიძლება დავიდეს, ფაშისტების გარდა, ანუ ამ შემოქმედი ხალხის გარდა, ჩანს გულგრილობაში და დადაუნებაში: ირინა ენუქიძე რომ გარდაიცვალა (სანდრო გირგვლიანის დედა), ერთმა დაპოსტა აქ, შესაბამის თემაში, ბედნიერი ქალი, ძლივს ეღირსა და მოკვდა, ახლა საიქიოს ხო ჩაეხუტებაო თავის შვილს...
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ხალხო, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ხალხი იღუპება. კვდება. მიდის ამქვეყნიდან. ხდება მკვლელობა. ადამიანის სიცოცხლე საქართველოში ავტოავარიების და ქუჩური გარჩევების წყალობით აღარაფერი აღარ ღირს. ამას დაუმატეთ ბოლო წლების სუმაშედში მოვლენა, რომელიც კარგი ფსიქიატრების გამოკვლევის ღირსია და მსგავსი ჯერ არ მახსოვს: მკვლელი და მოკლული არასრულწლოვანების რიცხვი.
კონტრალტოს გარდა სხვები ხომ კარგად ხართ?
|