მე არ ვლობირებ დიდ კაპიტალს, მე არ ვარ გია ხუხაშვილი
მე არ მოვიაზრები სახალხო დამცველად, მე არ ვარ ლია მუხაშავრია
სხვა ქალაქში ვარ ჩაწერილი, ხმა ვერ მივეცი, ჩემი ხმა ვერ მოგაშავეთ.
დღე-ღამეში სულ 3-4 საათი მძინავს, ნერვები არ მაქვს კარგად, უხეში ვარ.
როგორც იტყოდა რეზო ამაშუკელი, პირდაპირ ვაცხადებ:
არავითარი დანდობა, თავზე ხელის გადასმა და “ცოტა ხანს ვაცალოთ”.
თავიდანვე უნდა ვთქვა როგორ მძულს ჭუჭუ-ფაშისტები გუბაზი და ჯაჭვლიანი…
და არ მაქვს არანაირი ილუზია, რომ შეიცვალონ ან დაჭკვიანდნენ.
მძღნერს თავიდანვე ჭირდება ლოკალიზება, მიჩოჩებით და არა ფერებით
მაგრამ არსებობს სხვა სახის მძღნერიც, რომელიც ხშირად ტვინებში ერევათ:
როგორც 1919 წელს ლენინის მიერ გორკისადმი გაგზავნილ წერილში წერია-
-ბურჟუაზიული ინტელიგენცია ტვინი კი არა მღძნერია!
ამიტომ არ არის საჭირო გოჭებივით უღიტინოთ და ასუქოთ
და მათ სახლებსა და ბაღებში უწყვეტად მიედინებოდეს სასუქი.
მე არ ვარ გურანდა გაბუნია, პარიზში დასვენება ვერ მიშველის
მე არ ვარ შალვა რამიშვილი, ან პოეტი ამადეო ვერმიშველი
მე არ ვარ ისინი ვინც ძალაუფლებას უტიფრად "აპრავებდნენ"
ან მომავალში გააპრავებენ მოჭუტული თვალებით და ძვირიანი "აპრავებით".
დაივიწყეთ "აღმზრდელობითი დიქტატურა" და მსგავსი ###ური რაღაცები
თორემ მარკუზეს თანახმად თქვენი აღმზრდელების გახსენება არ აგცდებათ.
იზრუნეთ ღარიბებზე, უსახლკაროებზე, სტუდენტებს მიეცით განათლება
არც ერთი თეთრი მთვრალ კაბიან კაცებს! კონკორდატი გადაეცით ანათემას!
სოციალური სახელმწიფო და არა საბაზრო ფუნდამენტალიზმი და ციხე!
სოციალური სახელმწიფო - თორემ კვერცხებში მოგხვდებათ წიხლი!
მე არ ვარ ჰიმნის ავტორი, არ ვიყურები ოლიმპოდან ამრეზით
არ ვწრუპავ ნექტარს და არ მივირთმევ ამბროზიას
ჩემთან ერთად ფეხბურთი არასდროს უთამაშია ამბროზინის
მე უბრალო მოქალაქე ვარ, უფრო სწორად
მე თქვენი ახალი უფროსი ვარ!
მე თქვენი ახალი უფროსი ვარ!
მე თქვენი ახალი უფროსი ვარ!წყარო:
http://shokoladi.ge/content/mimartva-momaval-mtavrobas