24 დეკემბერს, კვირას საღამოს 7 საათზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება კონსერვატორიის სტუდენტთა ფოლკლორული ანსამბლის (ხელმძღვანელი ნატო ზუმბაძე) სოლო კონცერტი.
იმის გამო, რომ ჩვენი ანსამბლი გამოდის საერთაშორისო ფესტივალის "საახალწლო მუსიკალური შეხვედრები" ფარგლებში, ბილეთის ფასია 5, 10, 15 და 20 ლარი. ვიცი, რომ ძალიან ძვირია... სამწუხაროდ ჩვენც გვიან გავიგეთ, ვეცადეთ კიდეც ფასი შეეცვალათ, მაგრამ ამაოდ
მოკლედ, ჩემ ვალდებულებად ჩავთვალე აქ დამსწრე საზოგადოებისთვის მომეხსენებინა ეს ყოველივე
ძალიან გაგვიხარდება ნებისმიერი თქვენგანის მოსვლა და ჩვენი მხრიდან შევეცდებით, რაც შეიძლება კარგად ვიმღეროთ. თან სხვანაირად არავინ გაგვიგოთ, მაგრამ მართლა საინტერესო პროგრამა გვაქვს
This post has been edited by otariani on 22 Dec 2006, 22:24