`საქველმოქმედო აქცია შარდენი 2006~-თან დაკავშირებით გროვდება ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 5-18 წლამდე ბავშვებისთვის.
თქვენი შემოწირულობა გადაეცემა საგურამოსა და დუშეთის ბავშვთა სახლების აღსაზრდელებს.
გთხოვთ ნივთები მოიტანოთ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ვაკის პარკთან) და დაუტოვოთ დაცვას ფოიეში, 22 დეკემბრის ჩათვლით.
წინასწარ გიხდით მადლობას გულისხმიერებისთვის!
გელით 24 დეკემბერს შარდენის ქუჩაზე!
www.shardeni2006.pvt.ge
pro.liberos@yahoo.com

გაიხსნა კონკურსი საუკეთესო პლაკატის გამოსავლენად!
მიიღე მონაწილეობა საქველმოქმედო აქციაში `შარდენი 2006”, რომლის მიზანია დაეხმაროს მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს.
მოიტანე ამ აქციის სარეკლამო პლაკატი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში (დატოვე სტუდკავშირში, 9სთ-დან 3სთ-მდე), 20 დეკემბრის ჩათვლით!
მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას 16 წლიდან.
გამარჯვებული დაჯილდოვდება 200 ლარით, მისი ნამუშევარი კი დაიდება აქციის ინტერნეტ საიტზე.
დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება საქველმოქმედო აქციის დღეს _ 24 დეკემბერს შარდენის ქუჩაზე.
გაითვალისწინე:
• პლაკატის ზომა _ A3
• შესრულება _ თავისუფალი
• პლაკატზე აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული წარწერა `საქველმოქმედო აქცია შარდენზე~.
• პლაკატი უნდა გამოხატავდეს შენს იდეას ქველმოქმედებაზე, მაგალითად: შესაძლებელია მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდეს ერთად, მხიარულად, მცირე შემოწირულობით...
• არ მიიღება ელექტრონული ვერსია და დაგვიანებული ნამუშევრები.
• პლაკატის უკანა გვერდზე უნდა იყოს მითითებული სახელი, გვარი, ასაკი და საკონტაქტო ინფორმაცია.