ჯეოსელის საახალწლო აქცია საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ უნიკალური ფასდაკლებით ერთ "მეგობრულ ნომერზე". ერთ "მეგობრულ ნომრად" შეგიძლიათ შეარჩიოთ ნებისმიერი ჯეოსელის ან ლაი-ლაის ნომერი. ამ ნომერზე დარეკვისას ზარის ღირებულება შეადგენს 10 თეთრს (დღგ-ს ჩათვლით).
"მეგობრული ნომრის" ფასდაკლების გააქტიურება და შეყვანა:
ლაი-ლაის ნომერზე:
აკრიფეთ *134*1*855 მეგობრული ნომერი # OK
ან აკრიფეთ *134*1*893 მეგობრული ნომერი # OK
ან აკრიფეთ *134*1*877 მეგობრული ნომერი # OK
მაგ: *134*1*855XXXXXX # OK
ჯეოსელის საავანსო და საკრედიტო ნომერზე:
აკრიფეთ 1 ინტერვალის გამოტოვებით "მეგობრული ნომერი" და გააგზავნეთ SMS-ით ნომერზე 7034.
მეგობრული ნომერი შეიყვანეთ შემდეგ ფორმატში:
- ჯეოსელი (877) - მხოლოდ ნომერი 1 XXXXXX;
- ლაი-ლაის შემთხვევაში - კოდი და ნომერი, მაგ: 1 893XXXXXX, 1 855XXXXXX
დამატებითი ინსტრუქციები:
- ლაი-ლაის ნომრიდან ნომრის ნახვა - *134*2# OK და მიყევით ინსტრუქციას;
- ნომრის წაშლა/სერვისის გაუქმება - *134*4# OK და მიყევით ინსტრუქციას;
ჯეოსელის საკრედიტო და საავანსო ნომრიდან:
- ნომრის ნახვა: SMS-ით გააგზავნეთ 2 ნომერზე 7034;
- ნომრის შეცვლა: 3 ინტერვალის გამოტოვებით ძველი ნომერი, ინტერვალის გამოტოვებით ახალი ნომერი გააგზავნეთ SMS-ით 7034-ზე. მაგ: 3 XXXXXX 855XXXXXX.
- ნომრის წაშლა/სერვისის გაუქმება: SMS-ით გააგზავნეთ 4 ნომერზე 7034
გაითვალისწინეთ:
- "მეგობრული ნომრის" ფასდაკლებით სარგებლობა შესაძლებელია 2007 წლის 1 თებერვლამდე;
- მეგობრული ნომრის შეყვანის ან შეცვლის ღირებულებაა 0.50 ლარი;
- აბონენტებისათვის, რომლებიც სარგებლობენ ფასდაკლებით "იდენტურ ქალაქის ნომრებზე" და "მსგავს ნომრებზე" (14.4 თეთრი ქალაქის ნომერზე და 25 თეთრი მსგავს ნომერზე), აღნიშნული ნომრები ჩაითვლება "მეგობრულად" და დარეკვისას ისაუბრებენ 10 თეთრად.
მარა 2 ნომერი რო იყოს მთლად დაგლიჯავდა რაა