#38964393 · 4 Dec 2013, 20:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ცოტახნის წინ ბავშვი გვყავდა ორთოპედთან, რომელსაც ეჭვი გაუჩნდა ხერხემლის გამრუდებაზე. გუშინ გადავუღეთ სურათები და დაუსვეს მე2 ხარსიხის გამრუდების დიაგნოზი.
ამის ნიადაგზე, როგორც თქვეს, კისრის მალების და ტერფების პრობლემა აქვს.
ექიმმა დაუნიშნა სახლში ფიზიკური ვარჯიშები, მასაჟი ექიმთან, სპეციალური სუპინატორებიანი ფეხსაცმლის ჩასადებები, "სხივები" (ზუსტად არ ვიცი რას ნიშნავს), ასევე ზურგის დამჭერი, ხერხემლისთვის.
გვრჩიეს ასევე ცურვაზე შეყვანა. ზოგადად ბავშვი საკმაოდ ინერტულია, ბევრს კი დადის მასწავლებლებთან და სკოლაში ფეხით აქეთ-იქით, მაგრამ სპორტით არაა დაკავებული.
მაინტერესებს, პირველ რიგში, რამდენად სწორია დანიშნული მკურნალობა. განსაკუთრებით მაეჭვებს "სხივები", სუპინატორები და ზურგის დამჭერი. არ ვიცი რამდენად სწორია ბავშვზე ერთბაშად ამდენი აქსესუარისა და მკურნალობის ერთდროულად მიმაგრება.
ვისაც გამოცდილება გაქვთ მსგავს დაავადებაში მადლობელი ვიქნები თუ თქვენს აზრს დაწერთ. მაინტერესებს რამდენად შესაძლებელია ამ გადახრის გამოსწორება და როგორ ჯობია ამის გაკეთება.
მადლობა წინასწარ.
--------------------
http://zigota.wordpress.com
|