მოკლედ რა ხდება:
ვარ საკმარისად მთვრალი იმისთვის რომ ბევრი ვწერო!
ჰოდა..
დღეს იყო ერთერთი დღე მრავალთაგან,როდესაც სერიოზულად დავფიქრდი ჩემს ცხოვრებაზე,მაგრამ რატომღაც მომინდა ამ დიდი პერიოდიდან რამოდენიმე და უმნიშვნელოვანესი მომენტი გამოვამზეურო,რომელთაც დიდი გავლენა იქონიეს ჩემს შემდგომ განვითარებაზე!
კერძოდ:
მამაჩემის სურვილით ბავშობა გავატარე გურიაში,მტოვებენ ბებიასთან და ბაბუასთან,სადაც ეს მშვენიერი ასაკი შევწირე ღორჯოზე და ქაშაპზე თევზაობას(ბაყაყის დაჭერაც არ გამიმაზია),ფეხბურთის თამაში თანატოლებთან,მოდღურული სიარული,კვახე ვაშლის ჭამა,ბლის მოპარვა და ა.შ..
შემდგომი ეტაპი:
92 წელი,როდესაც თბილისში საშინელი პერიოდია,
ოჯახით გადავდივართ ერთერთ მთიან რეგიონში,თბილისთან ახლოს და ვაგრძელებთ ცხოვრებას.ვსახლდებით ერთერთ სახლში რომლის გარშემო არის დიდი ტყე,მე შევდივარ ადგილობრივ სკოლის პირველ კლასში.მეზობლად მყავს სომეხი ძმაკაცები:არსენჩო,სერჟო,ბახშიკო(შემდეგ ამათ დავცხე,მიპოდლეს

) და რუსი გიორგი.მე-4 კლასამდე დავრბოდი ტყეში,ვაკეთებდი ლაგატკებს,პრიმანკებს,ქოხს ხეებზე,ვთევზაობდი,ვცურაობდი მდინარეზე.ზამთარში კიდევ უფრო მაგარი იყო, როდესაც დიდ თოვლი მოდიოდა...
სულიერადაც ვიზრდებოდი

(აბა?!)
ჯერ მარტო დედაჩემის წიგნები იქნებოდა საკმარისი ჩემი განათლებისთვის,მამაჩემის პლასტინკები და პიანინო(გრუზია)!
P.S. ერთი რაღაც კი დავამუღამე:რუსებს რომ ისედაც და ოჯახშიც რომ კულტურა აქვთ, გავარტყი მთელ ევროპას!
ამ სამოთხიდან გადმოვდივარ თბილისში და რა ხდება: უბანი,სკოლაში
გამოYLევებული თანატოლები,მენტალიტეტი და ,,კანონები''.
რა მინდა ამ ყველაფრით ვთქვა:
ეს ყველაფერი და უფრო მეტი კიდე მაშინ გამახსენდა როცა ბავშობის სადღეგრძელო დაილია სუფრაზე

,და იმდენად მაგრად დამგრუზა,რომ სახლამდე გამომყვა და ფოტოალბომიც გადამაშლევინა!მხოლოდ დღევანდელი დღე არყოფილა ესეთი,მაგრამ ახლა მინდა ვინმე გამიგოს,თუნდაც რომ დათვრება მერე :დ და ჩაფიქრდეს იმ ლამაზ დროზე,როდესაც მსგავსი ან სრულიად განსხვავებული სიტუაცია ქონდა ბავშობის ასაკში,და გაანალიზოს რა დანძრეული აქვს,რომ ამას ვეღარ მოესწრება(სამწუხაროდ) რაც არ უნდა წარმატებას მიაღწიოს და რა მოთხოვნილებაც არ უნდა დაიკმაყოფილოს!
შეუძლებელია შეიგრძნო ყველა ის სულიერი სიამოვნება,რომელიც მოდის იგივე მუსიკიდან,პროზიდან,მხატვრობიდან
,პოეზიიდან შინაარსიანი ბავშობის გარეშე!ვერც მუსიკის მოსმენა,ვერც კითხვა,(ფორუმლებიც რომ კითხულობენ იმდენსაც კი ვგულისხმობ(მტერი არაა მეტი)) და ვერც ,,გუგლის ბროუზერი'' ვერც ფორუმზე პოსტები ვერ მოახდენს იმ ყველაფრის კომპენსაციას,რისი რეალიზებაც ვერ შეძელით ცხოვრებაში!არ მწამს რომ უმრავლესობას ჩვენი ფორუმელი ეზოთერიკოსთ და სწავლულთ,გაანალიზებული აქვს ის ცოდნა,რაც მათი თქმით მათ გააჩნია!ასე რომ გირჩევთ დალიოთ

და იქნებ რამეზე დაფქრდეს ვინმე!
დევიზი:ისწავლე,გაარჩიე,გაანლიზე ბევრი და ილაპარაკე ცოტა!
თითუ სად წავსულვარ...
მაგრამ მეპატიება,მთვრალი ვარ - არ ვაზიანებ არავის!
რა ხანია მინდოდა მემბერ ტაიტლი,მაგრამ არ მეღირსა რა.არაუშავს!
კარგია ფორუმი,ამის წყალობით ბევრი გავიგე,ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი და ბევრი პიზდეც(ფსევდო)ინტელექტუალი!რას იზამ?!ყველას არ გაუმართლა ცხოვრებაში!ძნელია ყველა დააგოიმო!
ამის მერე 3 პოსტი მხოლოდ,რომლითაც დაასრულებს ჩემი ნიკი მოღვაწეობას!
შეიძლება ქვად,ან ხედ მოგევლინოთ მერე,მაგრამ არა მგონია!
არ ვეკუთვნი იმ ადამინთა რიცხვს,რომელნიც ჯერ მიდიან და მერე ბრუნდებიან!
ასე რომ დროებით,ყველას მადლობა დახმარებისთვის და იმდროისთვის რაც ამის წაკითხვას მოანდომეთ

(ამ სმაილსაც ვერ ვიშლი,რა ვქნა?!ეგოს ერთერთი დაცვითი მექანიზმია.)
სიამოვნებით გადავიკითხავ თქვენს კომენტარებს ამ თემაში და ველოდები კბილის გაკვრასაც!
This post has been edited by twins on 23 Sep 2006, 01:13
......