ბოლო ათწლეულის ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ევროპული ფილმი

რეჟისორი: მარკო ტულიო ჯორდანა
მთავარ როლში:
ადრიანა ასტი (ოჯახის დედა, Adriana Carati)
როლებში:
Luigi Lo Cascio - Nicola Carati
Alessio Boni - Matteo Carati
Sonia Bergamasco - Giulia Monfalco
Fabrizio Gifuni - Carlo Tommasi
Maya Sansa - Mirella Utano
Valentina Carnelutti - Francesca Carati
Jasmine Trinca - Giorgia
Andrea Tidona - Angelo Carati
Lidia Vitale - Giovanna Carati
Claudio Gioè Vitale Micavi
Paolo Bonanni - Luigino
და სხვები ...
IMDB-საითიფილმის საითი ვიკიპედიაზეფილმის ამერიკული ოფიციალური საითი6,5 საათიანი საგა ერთ იტალიურ უბრალო ოჯახზე ბოლო 30 წლის განმავლობაში.
ფილმი, რომელიც ტელევიზიით გასაშვებად დაიწუნა საკუთარმა პროდიუსერმა, იტალიის სახელმწიფო არხმა RAI-Radiotelevisione Italiana.
კანის ფესტივალის დირექციამ კი "საუკეთესო ახალგაზრდობა" შეარჩია თავისი პრესტიჟული Un Certain Regard-ში საჩვენებლად. სადაც აიღო მთავარი პრიზი.
სატელევიზიო ფილმმა კანში - პრიზი! თანაც დაწუნებულმა!
ეს ჯერ არ მომხდარა!
ეს იტალიელები დაშოკავენ საბოლოოდ მთელ მსოფლიოს!

ფილმი იწყება ორი ძმის გამგზავრებით სასწავლებლად. გზაში შემთხვევით გაიცნობენ ფსიქიურად დაავადებულ მშვენიერ გოგონას (ფოტო აფიშაზე). ერთი ძმა იურისტია, მეორე ფსიქიატრი. იტალია 60-იანი წლების შუალედში. პოლიტიკური ბატალიები, კორუფცია, ტერორიზმი, საზოგადოების პასიურობა და პოლიტიკური პარტიების აღვირახსნილობა (მაგრა გავს ეხლანდელ საქართველოს). ერთ-ერთი ძმის მშვენიერი პიანისტი მეუღლე ხდება პანტერა როსსას აქტიური წევრი. ქალი, რომელიც პოლიტიკური პრინციპების გამო განუდგება ოჯახს, ქმარ-შვილს. ასეთი რამე მარტო იტალიაში და საქართველოში შეიძლება მოხდეს.

დიდი ოჯახი. ბედნიერება და სიხარული. ტკივილი და ცრემლები. 6,5 საათის განმავლობაში. (მაგრამ ისე იაფასიანად არა, როგორც ეს სკანდინავიურ-ინდურ საპნის ოპერებში ხედება). იტალიაში და ევროპაში ბოლო 30 წლებში განვითარებული ისტორია.

ვინაიდან ფილმი ყოფილ სსრკ-ს სივრცეში არ გადიოდა. ამიტომ არის მარტო ინგლისური (ფრანგული, ესპანური, იაპონური, ჩინური, არაბული, გერმანული და ა.შ.) სუბტიტრებით.



გადმოწერა ტორენტებიდან -
TorrentSpyუფრო მეტი ლინკები ე-მულეზე.