#48962015 · 5 Oct 2016, 16:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ რამოდენიმე საკითხი მაინტერესებს სკანდინავიური მითოლოგიიდან და ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე 1) ბევრგან წამიკითხავს, როდესაც რაგნაროკზე ყვებიან წარსულში მიდის მოყოლა და მაშინდელი წარმართი სკანდინავიელების რწმენით მაგ დროს უკვე მომხდარი იყო რაგნაროკი? თუ სწამდათ, რომ მომავალში მოხდებოდა? პრინციპში ასებისთვის რაგნაროკი მე-11 საუკუნეში დადგა biggrin.gif 2) რაგნაროკის შემდეგ ღმერთები ცოცხლდებიან ისევ? და რა ბედი ეწეოდათ ვალჰალელ გმირებს, ისინიც ღმერთებთან ერთად იხოცებიან? 3) არის მოსაზრება, რომ ძველ გერმანელთა წინაპრები აზოვის ზღვასთან ცხოვრობდნენ და მათი ტომის ბელადები იყვნენ ოდინი და თორი. ასებისა და ვანების მტრობა კი რეალურად მატი წინაპრების, ანუ აზოველების (აზების) მტრობაა სვანებთან biggrin.gif სადღაც წავიკითხე ამის თაობაზე და რას იტყვით ამ ვერსიაზე? 4) შეიძლება თუ არა ოდინი და სხვა ასები ბუნების გარკვეული ძალები ან დემონები ყოფილიყვნენ? ზოგადად საიდან წარმოიშვა ეს რწმენა? მაგათ შამანებს და ქადაგებს ჰქონდათ წინასწარმეტყველების და მკითხაობის გარკვეული ნიჭი. საიდან უნდა ქონოდათ ეს მათ? 5) რამე საერთო თუ მოიპოვება ქართულ და სკანდინავიურ მითოლოგიას შორის?
|