ეს ინფორმაცია და ფოტოსურათი ერთ-ერთი ბლოგერის საიტიდან გადმოვიწერე:
http://chemi-azrit.blogspot.com/მიუხედავად ამ მომსახურეობისა მძღოლებს მაინც ხვდებათ პარკირების ადგილებში ეგრეთ წოდებული „სტაიანშკები“. ისინი ამბობენ, რო მათი ფუნქცია მძღოლებისთვის დამატებითი მომსახურეობის გაწევაა. „ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ მანქანებს და გამოუცდელ მძღოლებს ვეხმარებით მანქანის დაყენებაში“ განაცხადა ავტო –საქალაქო სერვისის თანამშრომელმა. თავადვე ამბობენ, რომ ეს არ არის სავალდებულო, გადასახადი, ეს მოქალაქის კეთილი ნებაა.
--------------------
ნუ მე პირადად ამ სტაიანშიკებთან პრობლემა არა მაქვს, თუკი ისინი წყნარად იქნებიან და აგრესიას არ გამოიჩენენ. ჩემთვის პრობლემაა ეს კომპანია, თუკი ასეთი არსებობს და ის ხალხი, რომლებიც საღამოს ჩამოუვლიან-ხოლმე ამ სტაიანშიკებს ”ხარკის” ასაკრეფად. გაუგებარია ცოტა არ იყოს - თუ ნებაყოფლობითია მათთვის ფულის მიცემა, მაშინ რატომ უხდიან ეს სტაიანშიკები ყოველდღიურ მოჭრილ თანხას ვიღაც ”მეკრიშეებს”.
This post has been edited by JavaCyberCafe on 28 Apr 2010, 15:39
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)