#4544788 · 11 Jan 2007, 21:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ფორუმის ადმინისტრაცია,ამ განყოფილების მოდერაცია და უბრალოდ მომხმარებლები პასუხისმგებლობას იხსნიან ამ განყოფილებაში დაპოსტილ ყოველგვარ ინფორმაციაზე:დიაგნოზის დასმა,მკურნალობის მეთოდის შერჩევა, იუზერისთვის რეკომენდაციების მიცემა,წამლების გამოწერა,სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებებში გაგზავნა და ამა თუ იმ ექიმის რეკლამირება (ანაც ანტი-რეკლამირება) ცალკეულ პოსტებში. თქვენ თავად იღებთ ყოველგვარ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე,თქვენვე უნდა გადაწყვიტოთ უნდა ენდოთ თუ არა თქვენდამი დაპოსტილ რჩევას,მითუმეტეს რომ აქ ბევრი არაექიმიც იძლევა რჩევებს.(ექიმებსაც ნუ ენდობით თვალდახუჭულად) როგორც იტყვიან --->at your own risk<--- ნუ იფიქრებთ, რომ ყველაფერი სწორია და საკუთარ თავზე ექსპერიმენტებს ნუ ჩაატარებთ,თქვენ უბრალოდ წაიკითხეთ და თავად გადაწყვიტეთ,თუ როგორ უნდა მოიქცეთ.ამაზე პასუხისმგებლები მხოლოდ თქვენ ხართ.იპოსტება ბევრი სწორი რამ,ბევრიც არასწორი;ბევრი კომპეტენტური და ბევრიც არაკომპეტენტური შეტყობინება. გთხოვთ ჯერ გაერკვიეთ აქ მპოსტავ იუზერებში,ვინ რას წარმოადგენს და რამდენად სანდოა მათი რჩევა-დარიგებები მედიცინის ამა თუ იმ კონკრეტულ დარგში.ყოველგვარ გადაწყვეტილებას იღებთ თქვენ და პასუხისმგებლობაც გეკისრებათ მხოლოდ თქვენ.
წარმატებებს გისურვებთ.
პატივისცემით ამ განყოფილების მოდერაცია.
This post has been edited by ტანკე on 21 Jun 2007, 23:52
--------------------
On ne peut pas faire d'omelette sans casser des oeufs
|