„ვითარ თმანი თავის თითოეულად ვერავინ აღრაცხნის,
ეგრეთვე ვერავინ აღწერნეს საქმენი თამარისნი“

"...წუხელ ერთ ძველ კოშკთან ღამე ვათიეთ. სვანს ვეკითხები: რა კოშკია-მეთქი?
თამარისაო.
დღეს საღამოს შინ დავბრუნდი. მასპინძლის შვილისშვილის შვილი დაგოგავდა ეზოში, პაწია გოგონა.
მივეალერსე.
სახელი რა გქვია-მეთქი?
თამარიო.
ყვავილები ვნახეთ ჭიუხში. სვანს ვკითხე: რა ქვია-მეთქი?
თამარის თვალიო.
საქართველოში ხომ ყოველ მესამე ციხეს თამარი ჰქვია. ყოველ მესამე ქალს თამარი. მაგრამ მაინც მაჟრჟოლებს ამ სახელის გაგონებისას. თავისთავად კარგი და ცუდი სახელი არ არსებობს, მაგრამ ზოგი კარგადაა გამტფარი, რაღაც მაგიური გრძნეულებით გაჟღენთილი..."
კ.გამსახურდია. "მთვარის მოტაცება"
***
"ამ ბიჭის გვერდით - კი ვინ არის რომ დგას?
ეს რა შარავანდედი გადაჰფენია?
ეს ქალია, თუ...
არა, ნამდვილი მეფე ეს უნდა იყოს!
აგერ ბიზანტიელებსაც კი ეტყობათ სახეზე, რომ მათ იწამეს თამარი მეფედ.
ჩინელებმა მუხლთ მოიყარეს. აღმოსავლეთის სხვა წარმომადგენელნი წელში მოიკაკვნენ.
ქართველები ვერა ჰბედავენ თვალი გაუსწორონ.
იმიტომ კი არა, რომ მრისხანეა და ვერ შეჰბედეს,
არა!
იმიტომ რომ ყველას მიუტევა."
შალვა დადიანი, "უბედური რუსი"
***
"შენა ხარ ერის სიცოცხლე,
თავი არ მომიკვდებაო!
მოწყალედ გვექმენ ქართველთა,
ჩვენო ლამაზო დედაო!"
ვაჟა-ფშაველა, "დიდი თამარი"
გილოცავთ თამარობას, ჩვენი დიდი მეფის ვედრებით გაძლიერებულიყოს საქართველო!