გავიხსენოთ დაუვიწყარი კომედია
ჭრიჭინა , IMDB ბმული
მთავარ როლში-
ლეილა აბაშიძე
მწარმოებელი: ქართული ფილმი
1954 წელი
რეჟისორი: სიკო დოლიძე
თანარეჟისორი: ლევან ხოტივარი
გადაღებულია მარიკა ბარათაშვილის პიესის მიხედვით- მარინე
როლებში:
ცეცილია წუწუნავა (ეფროსინე)
თამარ აბაშიძე (ელპიტე)
ალექსანდრე ომიაძე (გიორგი)
ლიანა ასათიანი (მეორე მარინე)
მედეა ჩახავა (ცქრიალა)
რამაზ ჩხიკვაძე (შოთა)
დოდო აბაშიძე (ბიჭიკო)
სანდრო ჟორჟოლიანი (კირილე)
და სხვები ...
ოპერატორები: ტამარა ლობოვა და დმიტრი ფელდმანი
კომპოზიტორი: სულხან ცინცაძე
დამდგმელი მხატვარი: ლევან შენგელია
კოსტუმები: ელენე ახვლედიანი
ფერადი, აგფაკოლორი
ხანგრძლივობა: 92 წუთი
პრემიერა:
საქართველო 1954 წელი
სსრკ: 27-12-1954
აშშ: 25-06-1955
ფინეთი: 05-08-1955
გდრ
პოლონეთი
დასწრება:
26,9 მილიონი (სსრკ)

(პოლონური აფიშა)
სინოფსისი:
ერთ სოფელში ცხოვრობენ სეხნიები- ორი მეგობარი, ორი მარინე ფერაძე. ერთ-ერთი მათგანი ჩაის საუკეთესო მკრეფავია, მეორე კი ახლად სკოლადამთავრებული., რომელსაც უდარდელობისა და ფუქსოვატობისთვის ჭრიჭინა შეარქვეს. კოლმეურნეობაში ჩამოდის ახალგაზრდა არქიტექტორი შოთა. შოთასა და ჭრიჭინას ერთმანეთი მოეწონებათ. რამდენიმე ხნის შემდეგ ჭრიჭინა თბილისში მიდის უმაღლესში ჩასაბარებლად. იქ ის შეხვდება შოთას. შოთას ჭრიჭინა დედამისთან (თამარ ციციშვილი) მიყავს და აცნობს, როგორც თავის საცოლეს. ამავე დროს რადიოში აცხადებენ, რომ მარინე ფერაძე სოც-გმირი ხდება. ბიძაშვილი (დოდო ჭიჭინაძე) და ბიცოლა (ალექსანდრა თოიძე) ამზადებენ დღესასწაულს ჭრიჭინას საპატივცემულოდ და ა.შ. და ა.შ.

მესამე ქართული ფერადი ფილმი. ფილმმა გამოსვლისთანავე დაანგრია საბჭოთა კინოთეატრებსი სალაროების საკასო ავტომატები.
სტალინ-ლენინ-ბერიას სურათების და მხარგაჯგიმული ფილმის პერსონაჟების ყურებაში დაშინებულ და დატერორებულ საზოგადოებაში, "ჭრიჭინა"-მ ახალი სიო შემოიტანა. ფილმის გმირის სილაღე და უდარდელობა სულაც არ აღიქმებოდა უარყოფოთად. ხალხს მობეზრდა დაჭიმული ჯდომა კინოდარბაზში. მასაც მოუნდა ლამაზი გმირების და ისტორიის ყურება. მელოდიურ მუსიკის ჰანგებზე ფეხების აყოლება. მოკლედ დაღლილი და დამწყვრეული საბჭოთა ხალხისთვის ეს ფილმი იყო ცოტა გულზე მოშვება.
ფილმში მცირე როლებში გამოდიან აიქონიკური სტატუსის მქონე: ალექსანდრა თოიძე (დინა-ძაძუ, ვ გოროდ ხოდიც ნელზა, ჟუჟუნას მზითევი), თამარ ციციშვილი (დარიკო, დაგვიანებული სასიძო), გიორგი შავგულიძე (დიადი განთიადი, დავით გურამიშვილი, ბედნიერი შეხვედრა, ქეთო და კოტე) და დოდო ჭიჭინაძე (დავით გურამიშვილი, ბედნიერი შეხვედრა, ბაში აჩუკი, ნინო).
ლეილა აბაშიძე ლანჩირებულ იქნა სუპერ-ვარსკვლავად. პირველი შემთხვევა სსრკ-ს ისტორიაში (ვაჩნაძის შემდეგ), როცა არასლავური წარმოშობის მსახიობი ასეთი პოპულარული ხდება. ყოფილ სსრკ-ში დღესაც განიხილვენ მას როგორც ულამაზეს სამხრეთელ ქალს. მაშინდელი თინეიჯერი ბიჭები, დღეს წარმატებული ქირურგები, კოსმონავტები, გენერლები, მეცნიერები თავიანთ ვებ-საითებზე ლამის ოდებს უმღერიან ლეილა აბაშიძეს, როგორც მათ პირველ ქალ-ოცნებას. ჭრიჭინა რეგულარულად გადაიცემა სხვადასხვა ქვეყნების სატელევიზიო არხებით.
ფილმის გადმოწერა და ყურება შეიძლება:
http://geo-mp3.org/video1.phpქართული ფილმები/Georgian Movieshttp://www.kinto.nl/index-2.php This post has been edited by highway on 13 Jan 2007, 17:41