დილა მშვიდობისა ფორუმის მკვიდრნო
ერთი თვის წინ ჩვენთან ანუ ჩემს სამსახურთან გააფორმა ხელშეკრულება ბიძა-დისშვილმა

ანუ ბიძა-დისშვილი წარმოადგენდა ერთ მხარეს

ერთობლივი შე-პე-სე აქვთ.....ჩვენის მხრივ არანაირი დისქაუნთი ან შეღავათი არ ყოფილა, ამ ადამიანებმა ხელშეკრულების გაფორმების მესამე დღეს დაგვპატიჟეს მთელი სამსახური რესტორანში......პატივი გვცეს უმაღლეს დონეზე...... ამის შემდგომ ამ ბიჭის დაბადების დღეზე დაგვპატიჟეს მე და ჩემი ერთი თანამშრომელი. შემდეგ ამ ბიჭმა ერთი აჭარელი ბიჭი გააქრისტიანა და ნათლობაზეც დაგვპატიჟა... წარმოიდგინეთ

როცა არანაირად ჩვენგან შეღვათები არ ყოფილა სამსახურებრივ პონტში...
ასეთი ურთიერთობები სხვაგან ხდება ნეტა?!
ბოლო ფრაზას სიმღერით წავიღიღინებ
საქართველო ლამაზო, სხვა საქართველო სად არის?