#6783628 · 26 Sep 2007, 22:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
CSS ანუ Cascading Style Sheets - ეს არის ფორმატირების, უფრო კი სტილის ენა.
ალბათ ხშირად შეხვედრიხართ სკრიპტებში ან საიტებზე css ფაილებს, არ გაინტერესებთ რისთვისაა?
თავის დროზე CSS შეიმუშავეს იმ მიზნისთვის რომ საიტის სტრუქტურა ( Html ის და xhtml ის ტეგები ) მთლიანად დამოუკიდებელი ყოფილიყო CSS ისგან
ანუ html "ამბობს" სად უნდა იყოს პარაგრაფი სად სათაური, სად ტექსტი და ა.შ. ხოლო CSS "ამბობს" რომელი პარაგრაფი რა ფერის უნდა იყოს, რა ტექსტს იყენებდეს და ა.შ.
ანუ თითქოს html (xhtml) ით ვაშენებთ საიტის სტრუქტურას და მერე CSS ით ვღებავთ.
როგორც წესი CSS ის ძირითადი სინტაქსისი ასე გამოიყურება:
CODE | selector {property: value;} |
ანუ
მაგალითად
მთელი გვერდის ფონტს მიანიჭებს შავ ფერს
ეს მაგალითი კი
CODE | p { text-align: center; color: black; font-family: arial }
|
პარაგრაფის ტექსტს გაასწორებს ცენტრში, ფონტი შავი და Arial იქნება თუ ზემოთ აღწერილი გასაგები იყო თქვენთვის მაშინ შეგიძლიათ მაგალითები დაათვალიეროთ: http://www.intensivstation.ch/en/templates/ამ საიტზე მზა განლაგებებია. გახსენით და დაათვალიერეთ კოდი, მიცვალ მოცვალეთ და საწყისებშიც გაერკვევით. ედიტორად გირჩევთ:Microsoft Expression Web ს - საშუალება აქვს დაგეხმაროთ კოდის წერაში და შეგატყობინოთ შეცდომები კოდში. თუ რამე ვერ გაიგოთ - ისწავლეთ შეცდომებზე, თუ მაინც ვერ გაიგებთ მაშინ აქ დაპოსტეთ და ვეცდები დაგეხმაროთ
--------------------
Sic semper tyrannis⚡️
|