ძალიან დამეხმარებით თუ მიპასუხებთ. საქმე იმაში გახლავთ რომ წავიკითხე ის მოსაზრება რომ სასწრაფოს "ტყუილა" იძახებენ და ასე შემდეგ, მე პირადად მქონდა ისეთი შემთხვევა რომ ამ სახის ნერვოზული შიშების დროს გამოვიძახე სასწრაფო და მართლაც მივხვდი რომ ისინი ფიქრობდნენ ტყუილა გამოგვიძახაო, მაგრამ იმ დროს მე მართლა ცუდათ ვიყავი. რა შეიძლება ამ დროს ქნას ადამიანმა??? საშინელი ნერვოზი და შიშები მაქვს, ვეღარ ვცხოვრობ ნორმალურად, ვერ დავდივარ კინოში, ბარში, რესტორანში, თუ წავედი ეგერევე მეწყება. მისველდება ხელის გულები, მიჩქარდება გულისცემა, მეხვევა თავბრუ, მეჩვენება რომ წამივა გული და ვვარდები პანიკაში, ძალიან მიპყრობს ხოლმე პანიკა ამ დროს და უარესად ვხდები. ასევე მემართება ხოლმე სახლში ღამე თუ გამომეღვიძა, საშინლად ვარ მერე, შიშები ისევ, გულის აჩქარება და საშინელი შეგრძნებები. რა შეიძლება ამ დროს ვქნა და თუ არსებობს მაგის წამალი. წინასწარ მადლობთ თუ მიპასუხებთ
გთხოვთ მირჩიეთ რითი შეიძლება მკურნალობა????
ჩემთვის მართლა მნიშვნელოვანია
* * *
ნუთუ არავინ მომეხმარება? ექიმებს ვთხოვ
* * *
რატომ დუმილი?

იქნებ ვინმე მაინც იყოს ანალოგიურ სიტუაციაში?
* * *
ის პრობლემაც დაემატა, რო უკვე სასწრაფოს გამოზახებისაც მეშინია

მაპატიონ რა თქმა უნდა ბევრი კარგი ექიმია, მაგრამ რომ ვკითხულობ ხოლმე რომ ეს მოკვდა, ის მოკვდა, სასწრაფომ ნემსი გაუკეტა და მოკვდაო (წნევიანთან მივიდნენ და რაღაც გაუკეთეს) მოკლედ, უკვე აღარ ვიცი
This post has been edited by leporela on 17 Jan 2007, 15:28