#4588486 · 17 Jan 2007, 15:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თბილისელებო, ვეძებ 18 წლის შალვას, ზედმეტსახელად ბაქსოს. გვარი არ ვიცი; ვიცი, რომ რამდენიმე წლის წინ მამა ყაჩაღებმა მოუკლეს; რომ ცხოვრობს დედასთან და ბებიასთან ერთად; რომ წელს დაამთავრა თეატრალური კოლეჯი. შალვამ ერთი გაზეთის რედაქციაში ოქტომბერში გამოგზავნა შეკითხვა და პასუხზე აღარ დარეკა. არადა, მაგარი რამე უნდა ვუთხრათ. ყველას გთხოვთ, დამეხმარეთ. იქნებ იცნობთ, ან უბნებში და მეგობრებში გაიკითხოთ. აბა, თქვენ იცით, თქვენი იმედი მაქვს!
|