http://forum.ge/?f=84&showtopic=33704507&st=0ტიტეს მიმართ ეპისტოლე.
5. ამისთჳს დაგიტევე შენ კრიტს შინა, რაჲთა ნაკლულევანი იგი განაგო და დაადგინნე ქალაქად-ქალაქად ხუცესნი, ვითარცა-იგი მე გიბრძანე შენ: 6. რომელი იყოს უბრალო,
ერთის ცოლისა ქმარ, შვილნიმცა უსხენ მორწმუნენი, ნუმცა შესმენილ არიან ბილწებისათჳს გინა ურჩებისა. 7. რამეთუ ჯერ-არს ეპისკოპოსისა უბიწო ყოფაჲ, ვითარცა ღმრთისა მონისაჲ, (და არა მხევალი) ნუ თავჴედ, ნუ გულ-მწყრალ, ნუ მოღჳნე, ნუ მოლალე, ნუ საძაგელის შემძინელ, 8. არამედ სტუმრის მოყუარე, კეთილის მოყუარე, წმიდა, მართალ, ღირს, მოთმინე, თავს-მდებელ მსგავსად მოძღურებისა მის, 9. სარწმუნეობისა სიტყჳსა, რაჲთა შემძლებელ იყოს ნუგეშინის-ცემადცა მოძღურებასა მას შინა სიცოცხლისასა და სიტყჳს- მგებელთა მათ მამხილებელ. 10. რამეთუ არიან მრავალნი დაუმორჩილებელცა და ამაოჲსა მეტყუელ და გონება-მაცთურ, უფროჲს ხოლოღა წინადაცუეთილებისაგანნი იგი,
ამასთან, პირველ ეპისკოპოსებად ითვლებიან წმიდა და ყოვლადქებული თორმეტი მოციქული! რომლებმაც ხელი დაასხეს ხუცესთ, და გამოირჩიეს დიაკონნი (!) არც ერთი მათგანი არ ყოფილა "სუსტი სქესის" წარმომადგენელი.
ამასთან სასულერო პირი ქრისტეს ხატებაა, გამომდინარე ქრისტეს ღმერთ(მამა)კაცობრივი ბუნებისა იგი ვერ იქნება ქალი და ასეთი გააზრება პირდაპირ, ყოველგვარი საფეხურის გარეშე დაკნინებაა განკაცებული სიტყვისა!
ანგლიკანურ ეკლესიას უკვე ყავს ქალი ეპისკოპოსი. ქრისტიანული თვალსაზრისით ეს ღვთის გმობაა!
ვისაც არ სწამს მათთვის ბუნებრივია, ეს უბრალო დისკრიმინმაციაა და მეტი არაფერი, მაგრამ მორწმუნეთათვის სრულიად ნათელია რასთან გვაქვს საქმე.
დანარჩენი ამ თემაში გავაგრძელოთ, რადგან აზრობრივად იგივეა.
http://forum.ge/?f=84&showtopic=33704507&st=0