#12639215 · 17 Feb 2009, 20:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ დღეს ახლობელმა მითხრა რომ ვინც აგვისტოს მოვლენების დროს იყო გორში რეზერვიდან წასული ეკუთვნის შეღავათები საშემოსავლო გადასახადში, უფრო კონკრეტულად კი ეს ვნახე ფინანსთა სამინისტროს საიტზე:
რა საგადასახადო შეღავათებია დაწესებული ომის მონაწილეებისათვის საშემოსავლო გადასახადში? პასუხი: საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე საქართველოს მოქალაქის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი 3000 ლარამდე. შენიშვნა: პასუხი მომზადებულია 2006 წლის 30 ოქტომბრისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის ნორმების მიხედვით.
მაინტერესებს ახალ კოდექსშიც არის ეს შეღავათი გათვალისწინებული და თუ ვრცელდება ეს შეღავათი რეზერვისტებზე რომლებიც იყვნენ გორში აგვისტოს მოვლენების დროს?
This post has been edited by Flasher on 17 Feb 2009, 20:34
|