ELEMENT2016 წლიდან მყავს 2.0 ძრავით 2014 წლიანი. დიდი დრო კია გასული რაც მყავს , მაგრამ ბევრი არ მივლია , ჯამში 12 ათასი კმ მაქვს სულ გავლილი , ვერ მოვირგე რაღაცნაირად , თან ავტომატიკაა და ვერც კოლოფს შევეჩვიე. მოკლედ აუდიდან მინდოდა გადაჯდომა და მაგისთვის ვიყიდე , ვერ შევეჩვიე და ახლა ისე მყავს , რამე გაბარიტული თუ მაქვს წასაღები ან ცოტა მსუბუქი უგზოობა მელის სადაც სიმაღლე მჭირდება , მაგ პირობებში ვიყენებ და მშვენიერია რა
იდეაში რომ ვუფიქრდები , აი რასაც ვერ შევეჩვიე და ვერ შევეგუე , ჩემი ბრალი უფროა რა , ხასიათის ამბავია , თორემ მანქანის ნაკლად არ ჩავთვლი მაგას , მაგიტომაც მყავს ჯერ კიდევ ამდენი ხანია და არ გამიყიდია

აუდიც რო გავყიდე 2 წლის წინ , ისევ VW ვიყიდე , ჯეტა , ოღონდ მექანიკა , იდეაში ტიგუანი ბევრი რამით ჯობს , მაგრამ აი ავტომატიკას ვერ ვეგუები რა.
უშუალოდ ტიგუანის ექსპლუატაციას რაც შეეხება , ბევრი არ გამივლია როგორც დავწერე , მაგრამ კაი 8 წელი კია რაც მყავს , პრობლემა არ მქონია მანქანაზე არაფერი , ზეთს კი ვუცვლი მემგონი 1000 კილომეტრში ერთხელ , დროის გამო უწევს

მაგის 4motion საკმარისია რომ თოვლიანი , მსუბუქად ტალახიანი და მარტივი უგზოობა დაძლიო უპრობლემოდ , ოფ როუდის მანქანა ნამდვილად არაა , მაგრამ აი საშუალო სტატისტიკურ ადამიანს სადაც უწევს სიარული , ყველგან თავდაჯერებულად ივლი. კარგად რო ჩამოუთოვია და სახლიდან გამოსვლა ჯეტათი არ ხერხდება ( თბილისის შემოგარენში ვცხოვრობ ) ტიგუანით უპრობლემოდ და თავდაჯერებულად გადავადგილდები. ასევე გუდაურის თოვლიანი გზები გინდა თუ სადმე მეგობართან აგარაკზე სადაც ასფალტიანი გზა არ მიდის და ტალახი და გრუნტიანი გზა ერთმაენთში ირევა პერიოდულად , პრობლემები არ გაქვს რა. აი ახლაც ეს კვირა თოვლი წერია და ტიგუანის დროა , მაგით ვივლი. მურტალი აღმართი მაქვს რა სახლამდე ამოსასვლელი და წინა წამყვანი ბლიზაკებითაც მაინც ვერაფერს ხდება თუ თოვლმა დაფარა გზა , 4x4-ს კი არ აქვს პრობლემა , ზამთრის საბურავი კი მიყენია ტიგუანზეც , მაგრამ მთლად ბლიზაკი არა. წვით ბევრს არ წვავს , ასე 8-12 მემგონი , ტრასაზე შეიძლება 7იც იყოს , არ ვარ დარწმუნებული , მაგრამ ბევრი ნაღდად არა. საკმაოდ ფიცხი ძრავია და სწრაფად რეაგირებს გაზის პედალზე. სავალ ნაწილზე ხელი არც მიხლია. კარგი მანქანაა თავის ფასში და კლასში ჩემი აზრით რა.
P.S. არ ვყიდი

კარგად მადგება და არ მინდა დამშვიდობება.
This post has been edited by webdesigner93 on 21 Jan 2024, 10:36