#4606745 · 19 Jan 2007, 20:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ძევაჩკი სძელანი იზ პეჩენია, ა ვ გალავე უ ნიხ ტაკოი ბარდაგ... © მისტერ ხიუ...
• ქალებს ვერაფერს გაუგებო, ნათქვამია. რატომაც ვერა. ვუგებ და მერე როგორ, მაგრამ რაც მეტს ვუგებ, მით უფრო გაუგებრები ხდებიან, ახალი ხლართები და კვანძები ჩნდება მათ საქათმეში, უფრო სწორად – თავში.
• მე მიყვარს და ვიცი, რომ სამყარო ჩემია და თუ არ ვუნდივარ, ნუ ვუნდივარ, თავშიც ქვა უხლია. ბედნიერი ვიქნები, იმით, რომ ეს სიყვარული არსებობს ჩემში და იარსებებს სანამ მოვკვდები. – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – 12 ოქტომბერი; დილა: ხორცს ვასხავ, ჩემს ჩუმ, ჩათლახურ, ჩანაფიქრებს.
საღამო: ჩუმი, ჩათლახური, ჩანაფიქრები ჯერ ღრეობას დაემსგავსა, მერე ხვანცალს, შშემდეგ ჩაფლავებულ გეგმას, მუხლამდე სველ ბიჭს და მის ოყრაყ ძმაკაცს, რომელიც ნერვებს ფრიად უშლიდა. – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –
არც მეტი, არც ნაკლები, ღამის 3:30–ია. ვზივარ და ნიკო ლორთქიფანიძის მინიატურებით თავზარაცემული, გიორგი ლეონიძის უფრო თავზარდამცემ XIII საუკუნეს ვსწავლობ.
რა საწყალი ხალხი ვართ აბიტურიენტები. ერთმანეთის მხოლოდ ჩვენ გვესმის, მაგრამ არ გვცალია ერთმანეთი ვანუგეშოთ. – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –
ფუუუუ – დღეს ჩემს ბიოლოგიის მასწავლებელს „მარშუტკის“ ფული გადავუხადე. აფსუს რა 60 თეთრი გაფრინდა. ნწ... ნწ... ნწ...
• ჩეემი ლამაზთვალება, ტანწერწეტა, ეგოისტი, ცინიკოსი, ამპარტავანი და გაიძვრა გოგო. • ვამეე... ლალიკომ დარეკა, ვითომ აინტერესებს, როგორ ვართ. დედაჩემიც უყვება... (ორჯელ მახსენეს ლალიკოსთან საუბარში) • რომ მახსენდება, გერმანულზე ვარ წასასვლელი, „პატიჟი მემალმალება“ (© ვეფხისტყაოსანი, განმარტება: უფრო და უფრო ვიტანჯები) • „დავაი, რა!“ – თქვა სიკვდილის ანგელოზმა.
– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – • მეგობარი ერთადერთი მყავს. ყველა ახალგაცნობილი „მოძმეს“ ძმობა ბლეფი აღმოჩნდა. • აი რომ გადავხტე, მეშვიდედან, რა მომივა? – მაინტერესებს და... • როგორც კი ვინმესადმი ცოტაოდენ ადამიანობას გამოიჩენ, მაშინვე თავში უვარდებათ და საკუთარ თავზე წარმოდგენა ერთი–ორად ეზრდებათ. ნწ.. არ ღირს ადამიანობის გამოჩენა XXI საუკუნეში. • 15 იანვარია, ვმეცადინეობ, ვიღაც იდოტს გვერდითა კორპუსში რეფლექსი აქვს ჩართული, ბოლო ხმაზე. ახლა გავალ და მთელი გლდანის გასაგონად ვაგინებ. ნტ... აივანზე რომ გავედი გამორთო. • კაცები უკან დასაბრუნებელ ხიდს ყოველთვის წვავენო. რად მინდა ისეთი ხიდი, რომელიც უკან დამაბრუნებს და იქ არაფერი დამხვდება? არც არაფრად. მაშ დავწვავ. • ჭკვიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენ, ჩემნაირები თავისაზეც ვერა. • ჩემს თვალწინ ქართველი ქალის მიუწვდომელ და საოცნებო ხატებას სახავდა, როცა ვიღაც ბოგანოებს ეზასავებოდა სანზონის „ტუპიკებში“
• ისე, ფსიქოლოგს რომ გავესინჯო, ალბათ ნევროპათოლოგთან გამიშვებს, ის მერე ფსიქიატრთან. მაიცა ასათიანზე არ მოვხვდე კაცო!
--------------------
Change will come to those who have no fear.. * * * ბებია მყავდა პოვარი...
|