ბატონი ტომ კლენსის ნებართვით ვხსნი ამ გენიალური თამაშის მესამე თემას.
წინასწარ ვამბობ რომ ეს ჩემი პოსტი/თემა არ და ვერ იქნება ტომის მიერ გახსნილ თემასავით მრავალფეროვანი და ამომწურავი.
ბევრი რამე მექნება იმ თემიდან დაქოფიფესტებული, თუმცა ცოტა რაღაცეებს მეც დავამატებ 
იმედია მოდერატორი იმ ძველ (მეორე) თემას დახურავს (მე არ ვიცი როგორ უნდა დახურვა)
• Developer: Bethesda Softworks
• Publisher: Bethesda Entertainment
• Genre: Role-Playing
• Engine: 'Creation-Engine'
• Release Date: 11.11.11.
• Platforms: PC, X360, PS3პირველი თემა -
The Elder Scrolls V: Skyrimმეორე თემა -
The Elder Scrolls V: Skyrim The Elder Scrolls-ის სერიის სხვა თამაშების თემები:
The Elder Scrolls III: MorrowindElder Scrolls IV: Oblivionმოკლე ინფორმაცია პროვინცია სკაირიმის შესახებ:
Skyrim არის ტამრიელის უკიდურესი ჩრდილოეთ პროვინცია, მთიანი, თოვლიანი რეგიონი. ასევე, ყველაზე ნაკლებად სტუმართმოყვარე მხარეებს შორის. ის უხსოვარი დროიდანაა სხვადასხვა რასის ცივილიზაციის კერა. უკანასკნელი ცნობებით, სკაირიმში დომინირებენ ნორდები, რომელთა სამშობლოდაც ითვლება. Merethic ერის გვიან პერიოდამდე მიწა მთლიანად ეკავათ ელფებს, სანამ საბოლოოდ არ გაძევდნენ Merethic ერის გვიან პერიოდში ნორდების მიერ, რომელთაც სათავეში ედგა მათი მეფე Ysgramor, რომლის მოღვაწეობის, დაბადებისა და სიკვდილის თარიღები ისტორიას არ შემოუნახავს.
Skyrim ბევრი დიდი ბრძოლა-გადატანილი მიწაა, რომლის ლანდშაფტი სწორედ ამ ფაქტორის გამოა შეცვლილი და საბოლოოდ უსწორმასწორო.
ადგილობრივ ნორდებს სჯერათ, რომ ისინი წარმოიშვნენ აქ, ასობით ქვის საფეხურით მისასვლელ მთა High Hrothgar-ზე, როცა ისინი უბრალოდ პროვინციაში იმიგრირებულ რასას წარმოადგენენ. სხვადასხვა ხალხის მიგრაციები სწორედ ის მიზეზი იყო, რამაც Skyrim-ს მრავალ ომ გადატანილი პროვინციის სახელი მისცა.
ბრეტონები და რედგარდები დღესაც ცნობილნი არიან, როგორც აქტიური მეამბოხეები პროვინციაში. მათი წინააღმდეგობა აღინიშნება ძირითადად ქალაქ Jehenna Elinhir-ში. Bend'r-mahk-ის ბრძოლამ რეგიონის ფართოზე ზეგავლენა მოახდინა და მიასაკუთრებინა Hammerfall-ისა და High Rock-ის ტერიტორიების მცირე ნაწილი.
Skyrim-ის არქიტექტურა აისახება სიროდიილის ჩრდილოეთის ქალაქ ბრუმაში. მშენებლობაში გამოიყენება მტკიცე ქვა და მსხვილი ქვა ყინვის კარგად გასაძლებად. უმეტეს წილად სახლებს გააჩნიათ სარდაფი, მიწისქვეშა ნაკვეთი.
ეს საკმაოდ შეძლებული პროვინციაა, შესაბამისად აქვს მდიდარი ადგილები. "Solitude" -- ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი საგრაფოა რეგიონში, ადგილი, სადაც შედგა მეფე თაიანის ქალაქ-სახელმწიფო Dawn-ის დედოფლის, Macalla-სთან შეუღლება.
მხარეში აღინიშნება მოროვინდის გავლენაც, კერძოდ Winterhold-ში, სადაც მოროვინდიდან დევნილებმა შეაფარეს თავი, და მოიტანეს იდეები დატოვებული მიწიდან.
რეგიონი ამჯამად Jsashe-ს (თვითაღიარებული Lorkhan-ის ქურუმი) სამფლობელოს წარმოადგენს.
Skyrim'ის ქალაქები:
• Dawnstar -- რეგიონის ჩრდილოეთში
• Falkreath -- სამხრეთი
• High Hrothgar -- Throad of the World-ის მთაზე
• Markarth -- დასავლეთი
• Riften -- სამხრეთ-აღმოსავლეთით
• Whiterun -- აღმოსავლეთი
• Solitude -- ჩრდილო-დასავლეთი
• Windhelm -- ჩრდილო-აღმოსავლეთი
• Winterhold -- ჩრდილო-აღმოსავლეთი.
ცის შვილები - Children of the Sky
ნორდების გაგონებაზე ყველას თვალწინ წარმოუდგება სიმაღლით გამორჩეული რასა გრძელი, ხშირი თმით. აქვთ ყინვის გაძლების განსაკუთრებული უნარი (მაგიური ყინვების წინააღმდეგაც კი).
ამ რასის ხალხი ცნობილნი არიან, როგორც ენთუზიაზმითა და შემართებით აღსავსე მებრძოლები, და მოქმედებენ მთელს ტამრიელში, როგორც სამხედრო ხალხი ან დაქირავებული მეომრები. იყენებენ საბრძოლო მეთოდების არატრადიციულ გზებს.
რასის სხვადასხვა პროვინციებში იმიგრირებული მიმოფანტული წარმომადგენლები ძირითადად სახლდებიან რეგიონის სხვა პუნქტებთან შედარებით მაღალ და ცივ ადგილებში, რაც მათ თავიანთ სამშობლოს აგონებთ.
ისინი ასევე არიან ძირძველი მეზღვაურები, რომლებიც ზღვაოსნობით დასაბამიდან ირჩენენ თავს. ზღვა სწორედ Atmora-სთან არის კავშირში, ადგილთან, სადაც ტამრიელში მიგრაციამდე ცხოვრობდნენ. მეზღვაური ნორდები შესაძლებელია შეგვხვდეს ტამრიელის თითქმის ყველა სანაპიროზე, როგორც კაპიტნები, ვაჭრები, მეთევზეები, etc.
"The cities of Skyrim are a testament to Nord ingenuity and craftsmanship.
Chief among them are Solitude, seat of the High King and capital of the province; Windhelm, ancient and bonored, a jewel in the snow; Markarth, carved into the living rock itself, in ages long since past; Riften, nestled in the golden shadows of the Fall Forest, whence comes delicious fish and mead; and Whiterun, built around the hall of Jorrvaskr, home of the most noble Companions and revered Skyforge."
- Hrothmubd Wolf-Heart, Nords of Skyrim
როგორც ამ რასის სახელი მიგვანიშნებს, ისინი ჩრდილოეთიდან არიან (Nord - North). მათ დასაბამი მიეცათ უკიდურეს ჩრდილოეთ კონტინენტ Atmora-ში. ის მცირე რამ, რაც ცნობილია ამ კონტინენტის შესახებ, შენახული და გადმოცემულია იმ ჩანაწერებში, რომლებიც ამჟამად ეკუთვნით ელფებს და არ არის ღია, ხელმისაწვდომი იმპერიალ სწავლულთათვის. თუმცა ცნობილია, რომ Atmora არის იგივე Elder Wood. იქიდან გამომდინარე, რომ ხალხი, რომელიც იქ ცხოვრობდა, კარგად ერგება ცივ კლიმატს, უძველეს დროში ის უნდა ყოფილიყო ექსტრემალურად მყინვარე კონტინენტი, დაახლოებით იმ დონის, როგორიც დღეს სკაირიმია.
არსებობს გადმოცემის წყარო, რომელიც გულისხმობს შემდეგ ფაქტებს: იმიგრაციის პერიოდში Atmora მოიცვა სასტიკმა და სისხლიანმა სამოქალაქო ომმა, და კაცმა, სახელად Ysgramor, მშვიდობიანი მოსახლეობა გამოდევნა ყველა მხირდან, და აიძულა გაეცურათ სამხრეთისკენ. მიწა, რომელიც კონტინენტიდან სამხრეთით მომავალ ზღვას შეხვდა, იყო Skyrim-ის ჩრდილოეთ ნაპირი, კერძოდ - Hsaarik Head, ტამრიელის კონტინენტის უკიდურესი ჩრდილოეთ მწვერვალი. მათ ახალ მიწას დაარქვეს Mereth (Skyrim'ის ძველი სახელი).
ისტორია გრძელდება, მრავალმა წელმა განვლო პროვინციაში ადამიანებისა და ელფების კეთინგანწყობილ და მშვიდობიან ცხოვრებაში. ეს იყო ჰარმონიის ხანა. თუმცა რასული დაპირისპირებები თანდათონობით ღვივდებოდა და ორი მოდგმის ურთიერთობაც იძაბებოდა. დიდი ხანი არ იყო დარჩენილი კონფლიქტის საბოლოო ამოხეთქვამდე.
საწინააღმდეგოდ იმ მცდარი ისტორიებისა, რომელნიც მიაწერენ Ysgamor-ს ტამრიელში პირველი დასახლების შექმნას, არსებობს წყაროები, რომელნიც მოგვითხრობენ იმ მოსახლეობის შესახებ, რომელნიც მისი და მისივე კოლონისტების იმიგრირებამდე ცხოვრობდნენ კონტინენტზე და ცივილიზაციის კერაც აქ ჰქონდათ შექმნილი. დიახ, ისინი მხოლოდ იმიგრაციის გვიან ტალღაში მოყვნენ, და არ იყვნენ პირველი მოაზროვნე ქმნილებები აღნიშნულ მიწაზე.
ცნობილი არ არის, თუ რამ გამოიწვია კონფლიქტი, მაგრამ არ არის ის, რომ ალდმერებმა (Aldmer -- პრო-ელფები, ტამრიელის ერთ-ერთი უძველესი მოდგმა) ნორდების ქალაქ-სახელმწიფო Saarthal მიწასთან გაასწორეს, ამოხოცეს ყველა ვინც წინააღმდეგობა გაუწიათ და ვინც ვერ გაიქცა. არსებობს ვარაუდი, რომ მათ ეს მკრეხელობისა და სხვა გამოწვევების საპასუხოდ ჩაიდინეს. ამ ღამეს დაერქვა 'Night of Tears".
ამ თავდასხმისგან გადარჩენა შესძლეს მხოლოდ ნორდმა მეფე Ysgamor-მა და მისმა ორმა შვილმა, რომელნიც შემდეგ გაიქცნენ კვლავ Atmora-ში.
დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, როდესაც ის 500 თანამოძმესთან ერთად დაბრუნდა შურის საძიებლად. მათ ჯერ მომხდარ ადგილას ამოხოცეს ელფები, შემდეგ კი ტამრიელში მათი მთელი მოდგმა გაანადგურეს.
პირველი ერის 241 წელს მეფე Vrag'მ დაიწყო მისი გეგმის განხორციელება, რომელიც 'Conquest of Skyrim'-ის სახელითაა ცნობილი (სკაირიმის დაპყრობა). მან ბრძოლის კულმინაცია მოახდინა ნორდების პირველ იმპერიაში. მისი მსვლელობა წარმატებით დასრულდა.
50 წლის განმავლობაში Skyrim მართავდა მთელს ჩრდილოეთ ტამრიელს: High Rock'ის ტერიტორიის უმრავლეს ნაწილს და მთლიანად ამჟამინდელ Morrowind'ს. ამბიციური ნორდი ლიდერები რამდენიმეჯერ შეეცადნენ ჩრდილოეთ სიროდიილის დალაშქვრას, თუმცა Jerrall'ის მთები ძალიან დიდი და რთულად გადასალახი ბარიერი გახლდათ.
საუკუნეების განმავლობაშ სკაირიმის სამეფო იმარჯვებდა და მარცხდებოდა ბრძოლებში.
პირველი ერის 415'ე წელი იმპერიის დაცემის თარიღი აღმოჩნდა, ეს იყო Ysgamor'ის შთამომავლობის უკანასკნელი წარმომადგენლის, მეფე Borgas'ის სიკვდილის დრო. როდესაც სამმართველო საბჭოს არ გააჩნდა საკმარისი მტკიცებულებები ახალი მეფის ასარჩევად, გაღვივდა შიდა სამოქალაქო ომი. პროვინციამ მისი მთელი ძალაუფლება High Rock'სა და Morrowind'ში დაკარგა და გაიყო სხვადასხვა დამოუკიდებელ სამეფოებად.
Thu'um
________________________________________________________ "T h e W a y o f t h e V o i c e"
ნორდებს ძველი ტრადიციის სახით გააჩნიათ მაგიის საკუთარი, უნიკალური სულიერი ფორმა, რომელსაც თავად 'ხმის გზას' (The Way of the Voice) უწოდებენ. დაარსებულია ქარის სათაყვანებლად, რომელიც მათთვის ანსახიერებს *Kynareth-ს.
როგორც ზემოთ დაიწერა, ნორდები თავიანთ თავს მიიჩნევენ ცის შვილებად, ნორდის ხმა და სუნთქვა მისთვის სასიცოცხლო არსს წარმოადგენს. მათი ხმის გამოყენებისას ის გარდაიქმნება მაგიურ ყვირილად/thu'um-ად. შაუთები გამოიყენება ხანჯლების გასალესად, მტრის შორ მანძილზე გადასაგდებად ან დიდი და ძლიერი მოწინააღმდეგისთვის ზიანის მისაყენებლად. ამ ხმების ოსტატებს The Toungues ჰქვიათ (ქართულად ცუდად ითარგმნება, ამიტომ უბრალოდ tongue-ად მოვიხსენიოთ xD), და მათი ძალა ლეგენდარულია. მათ უმრავლესობას - განსაკუთრებით ძლიერებს - არ შეუძლიათ ილაპარაკონ გარემოსადმი მცირე თუ დიდი ზიანის მიყენების გარეშე. იძულებულნი არიან ხალხთან ურთიერთობისას გამოიყენონ სიმბოლური, მინიშნებითი ენა (sign language, ყრუ-მუნჯებივით) ან ისაუბრონ წერით. შეუძლიათ ასეულობით მილის დაშორებით გაისროლონ ბგერები და გადაადგილდნენ მათი საშუალებით.
მოროვინდის დაპყრობისა და პირველი იმპერიის დაარსების ჟამს, მებრძოლი არმიის ყველა დიადი ნორდი მეთაური სწორედ The Tongues მიეკუთვნებოდა -- Derek the Tall, Jorg Helmbolg, Hoag Merkiller, ეს უკანასკნელი ლორეში შესულია მხოლოდ ერთი პატარა ხაზით, მოღვაწეობის დაუდგენელი თარიღით. ომის დროს, ქალაქებზე თავდასხმისასარმიას არ უხდებოდა ალყის შემორტყმა, მათი ძლიერი ხმა პირდაპირ ანგრევდა ქალაქისა და ციხე-სიმაგრეების კარიბჭეებს, მებრძოლები ყოველგვარი ტაქტიკის გარეშე შედიოდნენ მტრის უკვე ღია ტერიტორიებში. მაგრამ, ნორდების საუბედუროდ, უძლიერესი tongue - Jurgen Windcaller, გახდა პაციფისტი, და უარჰყო 'ხმის ხელოვნების' ომში გამოყენების ტენდენცია, ეს იდეა კი მოგვიანებით გაბატონდა, რაც ნიშნავდა, რომ ნორდთა ლაშქარი ვეღარ გამოიყენებდა ამ გამარჯვების მომტან ძალას. მან შთანთქა ჩვიდმეტი უძლიერესი ოსტატის ხმა მებრძოლთა სკოლიდან სამი დღით - მანამ, სანამ მისი მოწინააღმდეგეები ძალ-ღონე მილეულნი იწვნენ, შემდეგ კი მისი მოსწავლეები გახდნენ. ამის შემდეგ მას უწოდებენ 'მშვიდს' - The Calm.
დღეს ყველაზე ძლიერი და გამოცდილი ოსტატები განმარტოებით ცხოვრობენ უმაღლეს წერტილებში, რომელთაც მთელი ცხოვრების მანძილზე ერთხელ აქვთ სიტყვები წარმოთქმული - როდესაც ახალგაზრდა ტიბერ სეპტიმის ბედი ხალხს განუცხადეს (როგორც გადმოცემულია სიროდიილში).
იმპერატორმა ტიბერ სეპტიმმა დააარსა 'ხმის ხელოვნების სასწავლებელი' სკაირიმის დასავლეთში, ქალქ Markarth Side'-ში. შემდეგ კი უზრუნველჰყო იგი მუდმივი შემოსავლით, ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ შესაძლოა 'ხმის ოსტატები' მალე ბრძოლის ველზე დაბრუნდნენ.
აი ეს კი მოგვცემდა იმაზე ფიქრისა და ვარაუდის უფლებას, რომ ისინი შეიძლება სერიის მომავალ ნაწილში, Skyrim-ში ცოცხლად ვიხილოთ.
როგორც თავად კარგად კარგად იცით, ეს (ზემოთ მოყვანილი) არის პირველი სქრინი TES V: Skyrim-იდან, რომელიც დეველოპერების სამუშაო ოთახებიდან გავიდა და ვნახეთ, საინტერესო ფაქტი კი ის არის, რომ ჩემი თეორიით და სავსებით რეალური შესაძლებლობით, ეს ნაგებობა არის Imperial College of the Voice.
გადმოსაწერი ლინკები:
http://geotorrents.com/The_Elder_Scrolls_V...lyst-s-67303.ts (ინგლისური და რუსული ვერსიები)
http://geotorrents.com/The_Elder_Scrolls_V...0%B8-s-67399.ts (რუსული ვერსია).
გეიმფლეი ვიდეო:
ესეც ჩემი გადაღებული ვიდეო "მოცეკვავე ძვლები"
This post has been edited by Gioma771 on 27 Nov 2011, 20:42