ე.ი. წინა ტემაშიც დავწერე და აი
ცოოოოტა რამე გაზვიადებულია მაგრამ უმეტესობა რეალობაა
ნამდვილი სნობები მხოლოდ ფრანგულად კადრულობენ საუბრას
და ზოგჯერ საუბარში ლაითად ურევენ ინგლისურ სიტყვებსა და ზოგჯერ ცოოტას გერმანულსაც *(თუკი ამას საჭიროება მოითხოვს ) ხომ უნდა გააგებინონ ყველას რომ ენები იციან
ანთებული ფარებით ჭავჭავაძეზე თავიანთი ბოლო მოდელის ჯიპებით დადიან....დავაზუსტებ ანთებული ფარებით დადინა დღისით, თორე ღამით ჩევულებრივი მოკვდავნიც კი ანთებენ ფარებს)
ჭეშმარიტი სნობის მანქანის ფერს ვერასდროს დაადგენ რადგან ისინი მუდმივდ საშინლად გასარეცხია
აქვთ ნოკიას მობილური ტელეფონები და როგორც წესი მათ სულ მინიმუმ 3 სანტიმეტრის დასორებით გიტრიალებენ ცხვირწინ....
არ აკლდებიან არც ერთ მაღალი დონის საღამოს
და იქ როგორც წესი დადიან იმისთვის რომ განსაჯონ ვინ რა მარკის ტანსაცმლით იყო მოსული....
არიან უსაზღვროთ განათლებულნი..... ზეპირად იციან თითქმის ყველა ნაწარმოები და წაკითხული აქვთ ყველა საინტერესო წიგნი დედამიწის ზურგზე თYუმცა ვერასდროს ვერ იხსენებენ რომელმა ცნობილმა ავტორმა თქვა ეს სიტყვები....
სახლი სავსე აქვთ ანტიკვარული ნივთებით რომლებიც როგორც წესი სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოტანილ სუვერინებს წარმოდგენს....ან სახსოვარია ძალიან ცნობილი ადამიანების
პირადად იცნობენ არმანს, დოლჩეს, და დიდ ვერსაჩესაც კი
კიდევ ძალია ბევრი დეტალია...მაგრამ ეხლა წერაც მეზარება და ძალია მეჩქარება
თქვენ მანმდე ეს გადაიკითხეთ
და
სნობებო ამა ფორუმისანნო ამოიცანით საკუთარი თავი....... ხო და კიდევ ზემოთ სრული სიმართლე დაწერეს...მარხვასთან დაკავშირებით რომელიც მე რატომღაც დამავიწყდა
ეხლა არ თქვათ მარხვა და ეკლესიაში სიარულიც სნობობაო?
არა სნობობა ის არის რომ როდესაც მაეხულობ , ეკლესიაში დადაიხარ და ყველას აჩვენებ რომ ვითომ დიდი მორწმუნე ხარ არა იმიტომ რომ მართლა გწამს არამედ იმიტომ რომ ეს მოდაშია...
მაგალითად როდესაც რომელიმე წვეულებაზე სადაც რამოდენიმე ასეული კაცია შეკრებილი მობილურით ურეკავ მოძღვარს და ყველას გასაგონად ბოლო ხმაზე ყვირიხრა: "მამაო როდის მოვიდე აღსარების ჩასაბარებლად?"
არ თქვათ რომ ასეთი რამე არ გაგიგიათ
ძალიან ბევრჯერ ვარ შესწრებული ასეთ ამბავს და ბევრჯერ მომისმენია ასეთი სიტყვები ;;;
სამწუხაროდ