#22268895 · 29 Oct 2010, 17:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იტალიური კომპანიის "ფერეროს" დამფუძნებელი პიეტრო ფერერო დაიბადა 1898 წელს ქალაქ ფარილიანოში. 1945 წელს მან მშობლებისგან მემკვიდრეობით მიიღო პატარა საოჯახო ბიზნესი. პიეტრო ცოლთან ერთად ქალაქ ალბაში ფლობდა ერთ პატარა ბარ-რესტორანს, სადაც მან გამოიგონა თხილის კრემი, რომელსაც დაარქვა «Gianduja», დღეს ეს კრემი ჩვენთვის ცნობილია "ნუტელას" სახით.
ერთ წელწადში პიეტრო ფერერომ 100 ტონაზე მეტი თხილის კრემი გაყიდა. 1946 წლის 14 მაისს მან გახსნა პირველი ქარხანა და დააარსა კომპანია "ფერერო".
1957 წელს კომპანია გადავიდა პიეტრო ფერეროს შვილის, მიკელეს ხელში.
ამ დროისათვის "ფერერო" უკვე იყო იტალიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია. იტალიის საზღვარგარეთ "ფერერომ" პირველი ქარხანა გახსნა გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში.
1990 წლიდან მიკელეს ორი შვილი პიეტრო და ჯოვანი ჩაერთო კომპანიის საქმიანობაში. პიეტრო წარმოების პროცესს აკონტროლებდა, ხოლო ჯოვანი პასუხისმგებელი იყო მარკეტინგის და სამეწარმეო საქმიანობაში.
დღესდღეობით "ფერეროს" ეკუთვნის 38 სავაჭრო კომპანია, რომლების საერთო ბრუნვა 7 მილიარდს აჭარბებს. ასევე კომპანიას ეკუთვნის 3 კვლევითი ცენტრი და 15 ქარხანა, რომლებშიც წელიწადში 700 000 ტონა პროდუქტი იწარმოება. კომპანიაში დასაქმებულია 22 000 ადამიანი. კომპანიის პროდუქცია წარმატებით იყიდება მსოფლიოს 50 ქვეყანაში.
|