მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო და მცირე ხნით გავბედავ თქვენი ყურადღების მიპყრობას, რამეთუ სამაგისო მიზეზი ნამდვილად არსებობს. მიზეზი ერთნაირად სასიხარულო და მნიშვნელოვანი
ამ ფორუმზე მრავალი მოყვარულია კაი მუსიკის და სწორედ მათთვის მაქვს მე ეგი ამბავი

დღემდე სიტყვათშეთანხმება "ქართული ბლექის" გაგონებისას საქმეში ჩახედულ ხალხს პირველ ასოციაციად ალბათ "დიაოხი" ან "მორტირიუმი" მოსდიოდა.
ზოგიერთს შესაძლოა სხვა რომელიმე ჯგუფი.
მარა მინა გითხრათ რომა უახლოესი მომავლიდან, ამ მართლა მამა დუეტის გვერდით მესამე ბანდა დადგება, რომელიც იმდენად მძლავრად მოაქანებს დიდებული მელოდიების ზვირთებს ცნობიერების ნაპირებისაკენ, რო მრავალმა მსოფლიოში აღიარებულმა მუსიკის გრანდმა არც დაიტრაბახოს.
რა თქმა უნდა მეგობრებო, ახალი ბანდა. რაც მთავარია ქართული ბანდა. და რაც კიდევ უფრო მთავარია, მამა ბანდა. და რაც ვაფშე კრიშას ხდის, ქართული მამობა ბლექ-მეტალ ბანდა.
თუმცა სახელი ინგლისური ქვიათ

მარა ეგ მოსული პონტია.
მთავარი ის გახლავთ ბატონებო, რომ დუხი მაგ ამბებისა არის იმინა ჩვენი, კავკასიური, მიუხედავად ტექსტების ინგლისურენოვანებისა, სტილის სკანდინავიური წარმოშობისა და საკრავების ზოგადმსოფლიოურობისა

ბევრი რო აღარ გავატრაკოთ, მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ თავად ბანდა
Ruins Of Faithჯგუფის შემადგენლობა სრულიად ლეგენდარული:
რიტმ გიტარა, ვოკალი - ვასინკა
სოლო გიტარა, კლავიშები, ბასი და ბექ ვოკალი - შტნიაკი
დრამები - პუპოკი
ტექსტები და მუსიკა - შტნიაკი და ვასინკა
უკვე ჩაწერილია და უახლოეს მომავალში მასებში გავა ბანდის პირველი ალბომი, To The Srines Of Ancestors, რომლის ტრეკ ლისტიც 9 კომპოზიციას მოიცავს.
ცნობისათვის, ზიბოს სტუდიაშია განხორციელებული ეგ ამბავი.
მივადექით თავად ალბომს ესე იგი.
რა ვთქვა ბატონებო, მომიტევეთ პათოსურობა, მარა სხვანაირად არ გამოდის. ალბომი გახლავთ ისეთი, რომ არ იძლევა გულგრილად ლაპარაკის საშუალებას.
მუსიკა: ბლექი ბლიად!!!!!!!! სტილის საუკეთესო ტრადიციებში დაკრული და ნამღერი.
ვასინკას ვოკალი ჩემთვის პირადად აღმოჩენა გახდა. ძირითადად გრიმ ვოკალით უბერავს, მომენტებში წაუგროულებს ხოლმე, აი ისე, იმინა ბლექს რო მოუხდება(დესისთვის იმხო ზედმეტად დუშევნია ეგეთი გროულინგი). და ამავე დროს რითმიც მას მიყავს. და მიყავს ხოშიანად. თავისებური ჟღერადობით, საშუალო სიმძიმის რიფებია და
სხვათა შორის შიგადაშიგ მოპაუერო ზახოდები შევნიშნე (ჩემდა სასიხარულოდ), რაც მაგარ მუხტს აძლევს მთლიანად საუნდს და მელოდიას.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო სინთეზატორის პარტიები, იმხო ერთერთი საუკეთესო რაც მე ბლექში მომისმენია. ძალიან მრავალფეროვანი და ატმოსფერული, მომენტებში ეპიკური და მომენტებში ავბედითი.
და დრამებზე რაღა ვთქვა ბლიად, ეგ უნდა მოისმინოთ. პუპოკი ზის დოლებთან სხვა რო არა იყოს რა, ჯოხები კი არ უკრავენ - ცეკვავენ დრამებზე და თეფშებზე.
თავად რო ვთქვათ ვეშის დუხი საკმაოდ მინორულია, რაც ალბათ არ უნდა იყოს გასაკვირი, თემატიკიდან და სტილიდან გამომდინარე. მაგრამ მიუხედავად ამ მინორულობისა, ალბომი ამაღლებულ ხასიათზე ტოვებს მსმენელს, არავითარი დეპრესიები და გრუზი.
მე გამახარა ერთმა მომენტმა. როცა ვიწერდი, ვფიქრობდი, ნუ ეხლა კი, სასტავი სასტავად, მაგრამ რაღა უნდა იყოს ეხლა ისეთი რაც მე არ მომისმენია.
ხოდა ჩავრთე... გადავიდა ინტროდან მეორე ვეშზე.... და წამოვიდა.
არა, ვერ ვიტყვი რომ ეს ალბომი რევოლუციურია თავისი ნოვაციებით, სამაგიეროდ შემიძლია ვთქვა თამამად, იგი მიმზიდველია თავისი მრავალფეროვნებით, ახლობელია უშუალობითა და სულიერებით და დამანგრეველია თავისი სიმძლავრით.
შეიძლება ითქვას ამ ალბომში გაერთიანებულია ყოველივე საუკეთესო, რაც კი არსებობს ბლექში. ტრუ ბლექის სიმკაცრე, სიმფონიკის იდუმალება და ეპიკურობა, ფოლკის პირქუში ძალა.
მაგრამ არა უბრალოდ აღებული და ალუფხული, არამედ შეთვისებული, ძარღვებში გადახარშული, ახლად, სულში საკუთრად აღმოცენებული და გამდიდრებული.
და მომეწონა კიდე ერთი ძლიან კაი რამ. არანაირი მეტიჩრობა და მანჭვაგრეხვა. არანაირი კუდაბზიკობა და თვითტკბობა.
ჯიგრულად, გულიანად უბერავს სასტავი. ბევრ რამედ ღირს ეგ ამბავი.
და ამ ყველაფერმა კი ის შედეგი მოიტანა, რო მივიღეთ არა რაღაც ტრივიალური ათასჯერ მოსმენილი ხერხვა, არამედ სრულიად ახალი მუსიკა. თითქოს ნაცნობი, ახლობელი და ამავე დროს სრულაიდ ახალი და შეუცნობელი.
ხოდა მეტი კი რა გვინდა ჩვენ, მუსიკის მოყვარულებს

))
ალბათ კიდევ მეტი მუსიკა

ხოდა ეგი უკვე მუსიკოსებს მივმართოთ მაგ საკითხზე

პ.ს. რაიცა შეეხება კრიტიკას, იასნა იგი იქნება. მაგრამ იქნება სხვა რეცენზენტებისაგან, რამეთუ პირადად მე როგორც იტყვიან, პრეტენზიები არ მაქვს.
მარა რამდენიც ადამიანია, იმდენია აღქმა და იმდენია აზრი. შესაბამისად იქნება პრეტენზიებიც

მარა ნუ მაინც ეხლა მაგის გარეშე არ შეიძლებაო გამიგია და...
- ყურებიანი ქუდი რატო არ გახურავთ,
ბიჭო?!

ხო, კინაღამ დამავიწყდა და აგერ საიტიც, ჯერ დამუშავების პროცესში მყოფი, მაგრამ მუსიკა უკვე მანდაა

www.ruins.tk (made by shota_deida)
This post has been edited by Zyklon on 18 Oct 2005, 23:22