კაზინოები სლოტებში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებას გეგმავენ, რისი მეშვეობითაც, მოთამაშეს გაეთიშება სათამაშო აპარატი, თუ ზედმეტად დიდ თანხას წააგებს.
თუ ალგორითმი იპოვის მოთამაშეს, რომელსაც სლოტი “უჭამს” თანხას ან გემბლერი ძალიან დიდ რისკზე მიდის, 30 წამით დაუბლოკავს აპარატს და გამაფრთხილებელ ზარს გაუშვებს კაზინოს მენეჯერთან.
კაზინოს მომსახურე პერსონალს აქვს ნახევარი წუთი იმისთვის, რომ გემბლერი მოაცილოს სათამაშო აპარატებს.
მსგავსი სისტემა ბრიტანეთის 8,500 კაზინოსა და ტოტალიზატორში უკვე ფუნქციონირებს. მათ შორის, ისეთ ცნობილ ორგანიზაციებში, როგორიცაა William Hill, Ladbrokes და Paddy Power.
ასევე, სლოტების თამაშისას, ყოველ 20 წუთში აპარატი იბლოკება 20 წამით. ამ დროში, მოთამაშეს შეუძლია გაანალიზოს, რომ საკმარისია რა თანხაც უკვე დაატრიალა და შეწყვიტოს თამაში.
დოჩან შენია ეს სამყარო
მოკლედ ძალიან მიზერული თანამდებობაა მაგრამ გამისწორდა მაინც , ტყუილად არ მოუციათ ის 12 რეკომენდაცია Ⓒ White_Shark