vano_t
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 6356
წევრი No.: 35719
რეგისტრ.: 31-May 07
|
#58175689 · 26 Jul 2021, 18:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წინასიტყვაობა:
ეს თემა ეხება თავისუფალი ნების არსებობა-არარსებობის ექსპერიმენტალურ მტკიცებას ყბადაღებულ ლიბეტის ექსპერიმენტში, რომელსაც ათეისტები იყენებენ იმის დასამტკიცებლად, თითქოსდა ამ ექსპერიმენტში დამტკიცდა თავისუფალი ნების არარსებობა. მინდა გავაფრთხილო ის დეტერმინისტული მანქანები, რომლებიც ამ იდიოტურ დასკვნას აკეთებენ, რომ მე ხშირად მომიწევს სიტყვების "იდიოტი-იდიოტური", "აბდლური", "გამოშტერებული" და ა.შ. გამოყენება ლიბეტისა და ათეისტი ფილოსოფოსების მიმართ. ამიტომ, ისე ნუ მოიქცევით, თითქოს თავისუფალი ნება არსებობს და ჩემგან ნუ მოითხოვთ ზრდილობის ფორმების დაცვას, რადგანაც თქვენი გადმოსახედიდან (თუ გაქვთ საერთოდ ასეთი რამ დეტერმინისტულ მანქანებს) მე არ გამაჩნია თავისუფალი ნება; თქვენი გადმოსახედიდან, მე სრულიად განპირობებული ვარ ჩემივე ტვინით, არა გამაჩნია თავისუფალი ნება და, მაშასადამე, არ გამაჩნია უნარი, მოვზომო ჩემი სიტყვები. მოკლედ, ნუ მომთხოვთ, მქონდეს ის (ანუ თავისუფალი ნება), რაც არ არსებობს. მოდერი დავითი, ჩემი გადმოსახედიდან როგორც თავისუფალი ნების მქონე ადამიანის გადმოსახედიდან, თავისუფალი ნების მატარებელია და, შესაბამისად, სრული უფლება გააჩნია მომცეს ვორნი. ამ შემთხვევაში, მე ვერაფერი პრეტენზია მის მიმართ ვერ მექნება, რადგანაც მე ვიცი, რომ გამაჩნია თავისუფალი ნება და, შესაბამისად, არჩევანი, ვიყო ზრდილობიანი. აი ქვენგან კი, დეტერმინისტული მანქანებიდან, რაიმე ჩივილი არ წამოვიდეს. სხვა შემთხვევაში, ძალიან იდიოტური იქნება თქვენი საქციელი, რამეთუ უარყოფთ თავისუფალ ნებას, თუმცა იქცევით ისე, თითქოს ის არსებობდეს.
შესავალი ტერმინები:
ეეგ მანქანა, ანუ ელექტროენცეფალოგრაფი - ეს არის ხელსაწყო, რომელიც იწერს თავის ტვინიდან გამომავალ ელექტრულ სიგნალებს და გარდაქმნის ამ სიგნალებს გრაფიკულ მრუდში. თვით ამ მრუდს ეწოდება ელექტროენცეფალოგრამა, ეეგ.
ემგ მანქანა, ანუ ელეტრომიოგრაფი - ეს არის ხელსაწყო, რომელიც კუნთებიდან წამოსულ ელექტრულ სიგნალებს იჭერს და გარდაქმნის გრაფიკულ გამოსახულებაში. თვით ასეთ გამოსახულებას ეწოდება ელექტრომიოგრამა, ემგ. ემგ მანქანის გამოყენება იმით არის ხელსაყრელი, რომ კუნთების მოქმედების დაწყების დადგენა ხდება უფროს ზუსტად, ვიდრე ეს ვიზუალურად იქნებოდა შესაძლებელი.
პროქსიმალური ნება (პნ) და დისტალური ნებს (დნ) - თავისუფალ ნებას ყოფენ ორ ნაწილად. პროქსიმალურად, ანუ მყისიერად და დისტალურად, ანუ შორეულად. პნ არის მოქმედების წინ მიღებული გადაწყვეტილება. მაგალითად, უცებ გადავწყვიტე, თვალი ჩავაპაჭუნო, ან ხელი მოვხარო, ან წყლით სავსე ჭიქა ავიღო მაგიდიდან და ამ მოქმედებას ვახორციელებ. ასეთ ნებას უწოდებენ პნ-ს. არის კიდევ ნებელობა, როცა გადავწყვიტავ, რაიმე ქმედება განვახორციელი მომავალში (თუნდაც ერთი წუთის შემდეგ, ან რამოდენიმე საათში, ან რამოდენიმე თვეში და ა.შ.). მაგალითად, ვინებე, რომ ყავა დავლიო 2 წუთში და მოქმედებაში მომყავს გადაწყვეტილება. ეს ნებელობა წარმოადგენს დნ-ს.
ხდომილებასთან დაკავშირებული პოტენციალი, ხდპ - ეს არის ტერმინი, რომელიც ასახავს ტვინის ელექტრული აქტივობის იმ ნაწილს (ანუ ეეგ-ს გარკვეულ მონაკვეთს ეეგ-ზე), რომელიც წინ უსწრებს და განაპირობებს რაიმე ფიზიკურ მოქმედებას, მაგალითად კუნთების შეკუმშვას. ლიბეტმა შემოიტანა ტერმინი "მზადყოფნის პოტენციალი" (მპ), რომელსაც ქვევით აღვწერ. მპ არის ხდპ-ის ფორმა.
ექსპერიმენტის აღწერა:
ლიბეტმა (ამ იდიოტმა) დადგა ასეთი ექსპერიმენტი: რამოდენიმე ცდისპირი შეაერთა ეეგ მანქანაზე და მტევნის კუნთებზე დაამაგრა ემგ. ამდაგვარად ის ერთდროულად იწერდა ტვინის ელექტრულ აქტივობას ეეგ-ით და მტევნის მოხრის დაწყებას ემგ-ით. ცდისპირის ამოცანა ასეთი იყო. ცდისპირი უყურებდა ციფერბლატს, რომელზეც წერტილი მოძრაობდა საკმაოდ სრაფად. როცა ცდისპირს გაუჩნდებოდა ნებელობის შეგრძნება მოეხარა მტევანი, მას უნდა დაედგინა ამ წერტილის მდებარეობა ციფერბლატზე და შესაბამისად ის დრო, როცა მას მოუნდა ხელის მტევნის მოხრა. ამავე დროს, როცა მას ეს ნება უჩნდებოდა, აუცილებლად უნდა მოეხარა მტევანი. მტევნის მოხრით ემგ მანქანა აფიქსირებ ემგ-ს დასაწყისს. წარმოვიდგინოთ დროის ღერძი და დროის ღერძზე ამ წერტილს დავარქვათ 0 წამი. 0-ის მარცხნივ ის მოვლენებია, რომელიც 0-ს უსწრებს წინ. აქ არის 2 მნიშვნელოვანი წერტილი. 1-ლი წერტილი დაახლოებით -500 მილიწამით უსწრებს 0 წამს. ამ დროს ეეგ-ზე იწყება გაკრვეული პოტენციალის ფიქსირება, რომელიც იზრდება ამპლიტუდით (ანუ, ტვინიდან ჩაწერილი ელექტრული სიგნალი ამ დროიდან დაწყებული იზრდება). ეს არის სწორედ ის პოტენციალი, რაც ზემოთ ავღნიშნეთ და რასაც ლიბეტმა (ამ გამოშტერებულმა) უწოდა მზადყოფნის პოტენციალი, მპ. მპ-დან დაახლოებით 300 მილიწამში, და ამრიგად კუნთის შეკუმშვიდან -200 მილიწამით ადრე, ცდისპირი აღწერდა პროქსიმალური ნების (პნ) სუბიექტური შეგრძნების დასაწყისს. ამრიგად, დროში ეს მოვლნები ასეა განაწილებული: 1) მპ, რასაც 300 მილიწამის შემდეგ მოზსდევს 2) პნ, რასაც 200 მილიწამის შემდეგი მოსდევს 3) ემგ-ზე ჩანაწერის დაწყება, ანუ მტევნის შეკუმშვა.
იდიოტი ლიბეტის უიდიოტესი (მე ვიტყოდი, ზესუპერუმაღლესად იტიოდური) დასკვნა:
ლიბეტი ასკვნის, რომ: 1) პნ არ არსებობს სინამდვილეში და განპირობებულია ტვინის აქტივობით. 2) არამარტო პნ არ არსებობს, არამედ არ არსებობს დნ-ც. რის საფუძველზე ასკვნის ამას? მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ ტვინის ელექტრული აქტვივობა, მპ-ად წოდებული, წინ უსწრებს პნ-ს, რომელიც თავის მხრივ კიდევ წინ უსწრებს კუნთების შეკუმშვას. ეს საწყალი ლიბეტი გარდაცვლილია და ღმერთმა მიუტევოს მას ცოდვები, ალალად ვამბობ და ნათელში დაამკვიდროს. მარა, როცა იდიოტს ვუწოდებ, აქ საუბარი მაქვს ზოგად ლიბეტზე, დეტერმინისტულ არსებებზე, რომელნიც გვიმტკიცებენ, რომ თავისუფალი ნება არ არსებობს.
ლიბეტის ექსპერიმენტის ლიბეტისეული ინტერპრეტაციის პრობლემები:
აქ მე დავასახელებ მხოლოდ რამოდენიმე ზოგად პრობლემას, რომელიც საკმარისია იმისათვის, დავინახოთ რა ლოგიკურად ხარვეზოვან დასკვნებთან გვაქვს საქმე.
1) ლიბეტის ექსპერიმენტში რომც მტკიცდებოდეს პნ-ის არარსებობა, მისი განზოგადოება დნ-ის არარსებობაზე არის ტუტუცური ლოგიკური ხარვეზი. პნ-ს (თუ ასეთი რამ არსებობს) და დნ-ს შორის დიდი სხვაობაა და პნ-ის არსებობა-არარსებობაზე ჩატარებული ექსპერიმენტის დაკსვნის გავრცელება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ამას ლოგიკურად ვერ შევძლებთ. მეორეც, არ არსებობს ექსპერიმენტალური კვლევები, რომელიც უარყოფს დნ-ის არასებობას.
2) ლიბეტის ექსპერიმენტის შედეგებიდან თვითონ პნ-ის არარსებობის დასვკნაც კი ლოგიკურად ხარვეზოვანია და ცირკულარულ მსჯელობაზე არის დაფუძნებული. ასეთი დასკვნა სინამდვილეში თავიდანვე იღებს აქსიომად ორ რამეს: ა) თავისუფალი ნების არარსებობას; ბ) მოვლენათა მოცემული თანმიმდევრობაში (მპ - პნ - კუნთის შეკუმშვა) მპ წარმოადგენს მიზეზს პნ-სა და შემდეგ კუნთების შეკუმშვისა. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ლიბეტი ფარულად წინაპირობად იღებს იმას, რის დამტკიცებასაც ცდილობს. სინამდვილეში ამ ექსპერიმენტის შედეგების ინტერპრეტაცია შეიძლება მოხდეს (ტვინისაგან დამოუკიდებელი) თავისუფალი ნების არსებობის შემთხვევაშიც, განუსაზღვრელ შემთხვევაშიც და თვითონ დეტერმინიზმის შემთხვევაშიც კი შეიძლება აიხსნას სხვადასხვანაირად.
3) იმისათვის, რომ ლიბეტის ექსპერიმენტის ლიბეტისეული ინტერპრეტაცია მოხდეს, აბსოლუტური ტემპორალური (ანუ დროში დაკავშირებული) კორელაცია უნდა არსებობდეს მპ-სა და პნ-ს შორის. ანუ, მპ დროში ყოველთვის უნდა უსწრებდეს წინ პნ-ს. სინამდვილეში ეს ასე არ არის და სხვადასხვა ექსპერიმენტებში დადგენილია ეს. მოკლედ რომ ვთქვათ, ლიბეტის ექსპრიმენტის შედეგების გამეორება არ ხდება. ქვემოთ არის ჰარვარდის ერთ-ერთი ნეირომეცნიერების სპეციალისტის Peter Ulric Tse-ს 2 ვიდეო დადებული. მე-2 ვიდეოში ბოლოში ზუსტად ამაზე საუბრობს. ინტერნეტშიც შეუძლია ნებისმიერს მოიპოვოს ინფრომაცია ამ ექსპერიმენტებზე.
4) ყველაზე მთავარი კიდევ რაც არის, დეტერმინიზმი მიდის უამრავ ლოგიკურ აბსურდამდე. მაგალითად, თავისუფალი ნების არარსებობის შემთხვევაში საერთოდ შეუძლებელია რაიმეს ჭეშმარიტება-მცდარობაზე საუბარი; შეუძლებელია ვინმემ ამტკიცოს ის, რომ თავისუფალი ნება არ არსებობს ან არ არსებობს. ყველა ასეთი მტკიცებულება არის ტვინის მოქმედების პროდუქტი და მეტი არაფერი. ამ ფორუმზე მოქმედი რობოტები ამას ვერ ხვდებიან. და, რათქმაუნდა, მორალურ ვალდებულებებზე საუბარიც კი ზედმეტია, რადგანაც ადამიანს არა აქვს მორალური არჩევანის გაკეთების უნარი და მისი ყოველი ქცევა განპირობებულია ტვინის მოქმედებით. ესეც არ ესმის ამ ფორუმზე მოღვაწე მანქანებს, რომლებიც ძალიან სულელურად არიან დაპროგრამებულნი. მორალური არჩევანის ვერ შეძლების უნარი იმდენად აშკარა დასკვნაა აქედან, რომ მსოფლიოში გონებრივად ერთ-ერთი ყველაზე მოწამლული ათეისტი ფილოსოფოსი (ძაან ოქსიმორონია ათეისტი ფილოსოფოსი, მაგრამ ასე ეწოდება) დანიელ დენეტიც კი უარყოფს ამ უაზრო დასკვნას, რომ არ არსებობს თავისუფალი ნება და თავისუფალი არჩევანის უნარი ადამიანში.
შეპირებული ვიდეობი:
--------------------
ცოტა გავიშალოთ, უფრო ბევრი გამოვჩნდებით
|