ოქტომბერში თუ ჩვენს მხარეს გაგივლია,
შეამჩნევდი მიმობნეულს მინდორ-ველად!
პაწაწინამარჯნისფერი ყვავილია,
იმერეთში ეძახიან ’’საპოვნელას’’
შევხედე და მიმიზიდა იმთავითვე,
ტურმე ყველა სასოებით ანდობს იმედს
ბედს დაეძებს თუ დანაკარგს-რამე ნივთებს,
ევედრება ’საპოვნელა მაპოვნინე’
მეც სათუთად მოვიბნიე იგი მკერდზე,
ჩემს გულშიაც მივუჩინე მყუდრო ბინა,
ვენაცვალე!სხვა საუნჯეს აღარ ვეძებ,
რადგან ჩემო, გული შენი მაპოვნინა.
-------------------
მარიკა (მარიამ) გერვასის ასული ბარათაშვილი (დ. 7 აპრილი, 1908, ქ. ჭიათურა),
მარიკა ბარათაშვილი დღეს 100წლის გახდა!!!!!!!!!!!!!!!!!!!! This post has been edited by შევარდენი1906 on 7 Apr 2008, 20:05
შ ე რ ი გ დ ი თ !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!