#17436912 · 15 Jan 2010, 11:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (d`bassa @ 14 Jan 2010, 00:46 ) | მოკლედ მე მგონია, რომ ჩვენ არ ვუკვირდებით ჩვენს მდგომარეობას. ძალიან უცნაურია რომ ვცხოვრობთ ახალი სტილით და ვდღესასწაულობთ ძველით. მაინტერესებს რატომ არის ასეთი საკრალური მიდგომა იულიანური კალენდრისადმი.
თქვენი მოსაზრებები. |
სწორი და არასწორი კალენდარი არ არსებობს. კალენდარს როგორც აირჩევ ისეთი გენქება. ჩვენი ეკლესია, თუ არ ვცდები, გრეგორიანული კალენდრით ხელმძღვანელობს, მაგრამ ძველ სტილს იყენებს შობის აღსანიშნავად (სხვა დღესასწაულები არ ვიცი).
ძველ სტილს და ახალ სტილს ხმარობენ ორი მნიშვნელობით: 1) "ძველი სტილი" შეიძლება მიმართავდეს იულიანურ კალენდარს და "ახალი სტილი"-გრეგორიანულს; 2) "ძველი სტილი" მიმართავს უბრალოდ გრეგორიანულ კალენდარს, მაგრამ solstice და equinox დღეები უბრალოდ გადაწეულია რამოდენიმე დღით უკან (14 დღით კერძოდ). solstice და equinox რომელ დღეებს დაარქმევ, სრულიად არჩევანზეა დამოკიდებული. მნიშვნელობა არ აქვს რას ჩათვლი ზამთრის დასაწყისად, 25 დეკემბერს, 29 დეკემბერს, 2 იანვარს, თუ 7 იანვარს. მთავარია კალნედარი გამოიყენო სწორი, რომ დროთა განმავლობაში ეს დღეები ზუსტად ერთი-და-იგივე დღეებზე მოუწიოს.
ქართული ეკლესია, მე მგონი, ზუსატდ ასე უდგება საკითხს. 25 დეკემბერი ახალი სტილით ითვლება 7 იანვრად ძველი სტილით. ეკლსიამ რომ არ გამოიყენოს გრეგორიანული კალენდარი, მაშინ ამ დღის კიდევ წანაცვლება მოხდება უკან და 7 იანვარი აღარ იქნება 25 დეკემბერი, არამედ იქნება 24 დეკემბერი. არა მგონია ეს არ იცოდეს ეკლესიამ.
ერთადერთი რაშიც ეკლესიის რიცხვი ცდომილებაში იქნება არის ის, თუ ქრისტე მართლაც 25 დეკემბერს (ანუ ზამთრის solstice-დან 3 დღის შემდეგ) დაიბადა გრეგორიანული კალენდრით. არადა, ქრისტეს დაბადების თარიღზე მეცნიერები ისედაც დავობენ.
ასე რომ, არ არის არავითარი პრობლემა როდის იზეიმებს ეკლესია ამ თარიღს.
--------------------
ცოტა გავიშალოთ, უფრო ბევრი გამოვჩნდებით
|