აქ განვათავსოთ, ყველაფერი ის, რაც უკავშირდება ქრისტეანობას... იერარქია, ტაძრები, ღვთისმსახურება და ა.შ შევეცდები, ფოტოებზე გაჩენილ ყველა კითხვას ვუპასუხო...
მოდით ნუ ვაქცევთ თემას, პოლემიკის საგნად, უბრალოდ ინფორმაციული იყოს.. ძალიან გთხოვთ

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, ილია II, სამების საკათედრო ტაძრის, სამღვდელმთავრო ამბიონზე...
კათედრა ანდრია მოციქულისად ითვლება...

ეს კი, ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურია

რომელიც სავარაუდოდ ამბობ ასამაღლებელს "ზე გვაქვდინ გულნი"

ეს კი, მრწამსის გალობის დროს... თავდახრულია ბარძიმ-ფეშხუმთან, წმიდა ტრაპეზზე ვაშინგტონის მთავარეპისკოპოსი ჰერმანე.. ზევიდან კი, შედარებით დაბალი სასულიერო სანის მფლობელნი, დიდ დაფარნას ვერტიკალურად ამოძრავებენ, რომელიც თავის მხრივ უფლის სუდარის განსახიერებაა....
* * *
არსაიდან ხმა..

მოდი ცოტა მშობლიური გავურიოთ...
სიონის საკათედრო ტაძრის საკურთხეველი, მაღალ-ყოვლადუსამღვდელოესი, მეუფე საბა, მწუხრის ლოცვაზე [საღამოს ლოცვა]
სამოსზეც გეტყვით, ერთი-ორ სიტყვას; მეუფეს თავზე ახურავს სასულიერო წოდების, მონაზვნური [დაუქორწინებელი] ნაწილისთვის დამახასიათებელი, - კუნკულ-ბარტყული, ომოფორი, რომელიც მხრებზე შესმულ კრავს ასიმბოლიზირებს და სამღვდელმთავრო მანტია....