#46459848 · 12 Dec 2015, 23:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ედგარ კეისისეულ ატლანტიდაზე წარმოდგენა რომ შეგვექმნას, მისი დაახლოედით 1000-მდე სეანსის ჩანაწერის წაკითხვაა საჭირო, რადგან, მისი, თუ მათი თქმით დღეს დედამიწაზე იშვიათია ისეთი სული, რომელიც ატლანტიდაზე არ ყოფილიყო ინკარნირებული. რამოდენიმე სეანსით ეს ისტორია არ შემოიფარგლება, და სხვადასხვა პიროვნებების რეინკარნაციის სურათებით და მათი საქმიანობით იმ ეპოქაში მიიღება საერთო სურათი. ამდენად მისი ერგვარი ინტერპრეტაციაც ძალიან ძნელია, შევეცდები რაც შეიძლება მოკლედ, ამ ეპიზოდებით ავაწყო ედგარ კეისის ტრანსული სეანსებიდან მირებული ატლანტიდის სურათი. როდესაც ატლანტიდის კონტინენტი გამოჩნდა კატასტროფების შემდეგ დედამიწაზე, პირველმა ადამიანებმა, თავიანთი გონების ძალით მოახდინეს სასიცოცხლო ძალის პროექცია და ჩასახლდნენ ატლანტიდაზე, ამ ხალხმა იცოდა ვინც იყვნენ და არ ქონდათ დაკარგული კავშირი ღმერთთან, მათ კეისი ერთიანობის შვილებს უწოდებს, ისინი ჩვენზე გაცილებით მეტად განვითარებული იყვნენ, ენერგიად იყენებდნენ მზის ვარსკვლავების (კოსმიურ?), კრისტალების ენერგიას, მხოლოდ და მხოლოდ გონების ძალის საშუალებით, ამ ენერგიით მოძრაობდნენ მათი საფრენი, წყალზედა თუ წყალქვეშა აპარატები. ქონდათ ალუმინზე გაცილებით მსუბუქი და ფოლადზე გაცილებით მტკიცე მეტალი, რომელსაც ამ ენერგიით იღებდნენ და იყენებდნენ მშენებლობაში. თავიანთ ინფორმაციას "ქვებში", კრილტალებში ინახავდნენ და იყენებდნენ ქვებში შენახულ უძველეს ინფორმაციებს, რომლების დედამიწაზე მანამდე არსებულმა ცივილიზაციებმა დატოვა (ზოგი მკვლევარი, ამ ეპიზოდში ხედავს პარალელს "კრისტალის თავის ქალების" მისტერიასთან) აინტერესებდათ და იკვლევდნენ ყველაფერს, ახდენდნენ ცხოველებზე თავიანთი აზრების სხვადასხვანაირ პროექცირებას, ასე მიიღეს უცნაური არსებები: ადამიანისა და ცხოველების ნაზავი, როგორც ამბობდა კენტავრებისა და სირინოზების მითებს ატლანტიდიდან დაედო სათავე, ესენი და ბევრი მათზე უცნაური ცხოველი-ადამიანი რეალურად არსებობდა მაშინ, და მათში ატლანტიდელები დრო და დრო ახდენდნენ თავიანთი თავის პროეცირებას (ანუ სულის გადატანას), რომ მათი სხეულით შეეგრძნოთ სამყარო, მაგრამ არასდროს არ ივიწყებდნენ ვინ იყვნენ სინამდვილეში. შეიძლება ზოგჯერ ზედმეტად გართობილიყვნენ, თუმცა ერთიანობას და ნამდვილ წარმოშობას არ კარგავდნენ. მაგრამ მათთან ერთად ჩასახლდა ატლანტიდაზე, როგორც ის უწოდებს "ბალაელის შვილები", რომლებიც დედამიწაზე კი არ ცხოვრობდნენ მანამდე, არამედ სხვა სამყაროდან მოვიდნენ, და ხაზს უსვამს, სხვა სამყაროდან მოვიდნენ ღვთიური კანონის დარღვევით, მათ დიდი ხანია დავიწყებული ქონდათ ერთიანობა და ღმერთთან კავშირი, მართალია ისინი მცირერიცხოვანნი იყვნენ, მაგრამ ტექნიკურად ძალიან განვითარებულები........
|