თუ საზოგადოება არ აღიარებს ღმერთს, მას არც სიკეთის ქმნა შეუძლია
ამ სიტყვებით გახსნა პაპმა ლათინური ამერიკისა და კარიბის ეპისკოპოსთა კონფერენცია, სადაც განსაზღვრა ის გზა, რომელსაც უნდა დაადგეს ღდევანდელი ეკლესია.
მისიონერული ეკლესია, რომელიც მოწოდებულია ქრისტეს სიყვარული იქადაგოს გლობალიზაციისაკენ მიმავალ სამყაროში ისე, რომ ყოველივე ეს არ გადაზარდოს პოლიტიკაში. ამ შემთხვევაში, ეკლესია მოახერხებს დაიცვას სიწმინდე. თუ საზოგადოება არ აღიარებს ღმერთს, ის ვერ შეძლებს შექმნას სამართლიანი წყობა, ამის დამადასტურებელია მარქსიზმი და კაპიტალიზმიც. სწორედ, ასე აღწერა ბენედიქტე XVI ის მისია და ამოცანა, რომელიც დგას თანამედროვე ეკლესიის წინაშე. მისი მიმართვა წარმოადგენდა შესავალ სიტყვას, რომელიც მან წარმოთქვა ლათინური ამერიკისა და კარიბის ეპისკოპოსთა კონფერენციაზე. სწორედ აღნიშნული კონფერენცია წარმოაგენს მისი ბრაზილიაში ჩამოსვლის მთავარ მიზეზს.
ბენედიქტე XVI-მ თავისი სიტყვა დაყო თავებად და შესავალი დაიწყო კონტინენტზე ქრისტიანების შემოსვლის ისტორიით. პაპმა განაცხადა: “ქრისტესა და მისი სახარების ქადაგება არ წარმოადგენდა მცდელობას მომხდარიყო კოლუმბამდელი კულტურის გაძევება, ეს ფაქტი არც უცხო კულტურის თავზე მოხვევა იყო ადგილობრივი მცხოვრებლებისათვის”.
ბენედიქტე VXI-მ განაცხადა, რომ მე-5 კონფერენცია, წარმოადგენს წინა კონფერენციის გაგრძელებას, მაგრამ ის მიმდინარეობს უკვე გლობალიზებულ სამყაროში, რაც გარკვეულწილად ნიშნავს იმას, რომ მსოფლიო ისწრაფვის გაერთიანებისაკენ, რაც თავის მხრივ შეიცავს საფრთხეს მონოპოლიების წარმოქმნისა. გლობალიზაცია, ისევე როგორც ადამიანური საქმიანობის ნებისმიერი სფერო უნდა დაემორჩილოს ეთიკას და ყველაფერი ჩააყენოს ადამიანის სამსახურში, ვინაიდან ღმერთმა ადამიანი შექმნა ხატად და მსგავსად თვისა”.
როგორც კონფერენციის თემა გვეუბნება, ეკლესია შედგება: “იესო ქრისტეს მოწაფეებისა და მისიონერებისაგან”. ეს გულისხმობს შემდეგს: “ჩვენ უნდა მივბაძოთ ქრისტეს, უნდა ავიღოთ მაგალითი მისგან”, რადგანაც “ყოველი მონათლული ადამიანი ქრისტესაგან იღებს მისიონერის მანდატს, რომ სამყაროს უქადაგოს სახარება”.
თუკი “ქრისტეს რწმენა და მისი ცხოვრება არის უპირატესი, მაშინ რატომ არ უნდა ვისწრაფვოდეთ რელიგიური ინდივიდუალიზმისაკენ და რატომ არ უნდა გვსურდეს მოვწყდეთ ლათინური ამერიკისა და ზოგადად მსოფლიოს ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური პრობლემებით აღსავსე ცხოვრებას და რეალობიდან გადავინაცვლოთ სულიერ სამყაროში?”
პირველ რიგში ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი კითხვას: რა არის რეალობა?რა არის რაელური? მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობა, ან სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემები წარმოადგენენ რეალობას? გასული საუკუნის ყველაზე დიდი შეცდომაც სწორედ ეს იყო, რაც თვალნათლივ ჩანს მარქსისტული და კაპიტალისტური სისტემებიდანაც. ისინი რეალობის ფალსიფიცირებას ახდენენ, გამოყოფდნენ რა მას იმ რეალობიდან, რასაც უფალი ჰქვია. ნებისმიერი ვინც გამორიცხავს, უფალს რეალობიდან, ახდენს რეალობის ცნების ფალსიფიცირებას, რასაც საბოლოოდ ჩიხამდე და განადგურებამდე მივყავართ”.
აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ “მხოლოდ ისინი, ვინც აღიარებენ უფალს ადეკვატურები არიან რეალობისა. ეს ჭეშმარიტება ცხადი ხდება, თუ გავიხსენებთ იმ სისტემების დაცემას, რომლებშიც არ სწამდათ ღმერთი”.
მხოლოდ იმ საზოგადოებას, რომელსაც სწამს ღმერთი, შეუძლია მიაღწიოს განივითარებას. სწორედ ეს ჰქონდა მხედველობაში, 40 წლის წინ პავლე VI, როდესაც ის აცხადებდა, რომ “ჭეშმარიტი განვითარება უნდა იყოს ერთიანი, რომელიც მიმართულია მთლიანად კაცობრიობის განვითარებისაკენ, რომ მოხდეს სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრა”.
ეს ყოველივე დღის წესრიგში აყენებს კითხვას: “რა შეუძლია ეკლესიას გააკეთოს იმისათვის, რომ გადაწყვიტოს მწვავე სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემები და უპასუხოს მსოფლიოს ისეთ უდიდეს გამოწვევას, როგორიცაა სიღარიბე”.
ბენედიქტე VXI-მ ამის პასუხად “სამართლიან წყობა” დაასახელა. “როგორ წარმოიქმნება ის? როგორ მუშაობს? მარქსისტული და კაპიტალისტური დოქტრინის თანახმად, შეიქმნებოდა სამართლიანი წყობა, რომელიც ერთხელ ჩამოყალიბების შემთხვევაში, უკვე შემდგომ თვითონვე განაგრძობდა ფუნქციონირებას, რომელშიც არ იქნებოდა საჭიროება ინდივიდუალური მორალის არსებობისა, არამედ იარსებებდა საერთო მორალი. მაგრამ ეს იდეოლოგიური დაპირება, ყალბი აღმოჩნდა. ფაქტებმა ყოველივე ნათლად აჩვენა. მარქსისტულმა სისტემამ, რომელმაც გზა გაიკვალა ხელისუფლებისაკენ, დატოვა არა მხოლოდ ცუდი ეკონომიკური და ეკოლოგიური მემკვიდრეობა, არამედ ადამიანის სულიც საშინლად გაანადგურა. დღეს კი ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგივე ხდება დასავლეთშიც, სადაც ღარიბებსა და მდიდრებს შორის დისტანცია მუდმივად იზრდება, რაც ხელს უწყობს ადამიანის ღირსების დეგრადაცია, ვინაიდან მსგავს ყოფაში ჩავარდნილი ადამიანები ეძალებიან ნარკოტიკებს, ალკოჰოლს და ეძლევიან ბედნიერების ილუზიას”.
თუკი სამართლიანი წყობა აუცილებელია სამართლიანი საზოგადოების არსებობისათვის, “მაშინ ის ვერც წარმოიქმნება და ვერც იმოქმედებს, თუ საზოგადოებაში არ შედგა კონსენსუსი ძირითად ფასეულობებზე და თუკი ამ ფასეულობების რეალურად დანერგვისათვის არ იქნა გაღებული მსხვერპლი, მაშინაც კი თუ ეს ეწინააღმდეგება ადამიანის პიროვნულ ინტერესებს”.
“სადაც არ არსებობს ღმერთი იესო ქრისტეს სახით, ფასეულობებიც გაუფასურებულია და არც კონსენსუსი შედგება საზოგადოებაში ამ ფასეულობებზე. მე არ ვგულისხმობ იმას, რომ ურწმუნოებს შეუძლიათ იცხოვრონ მორალის გარეშე. მე მხოლოდ ვამბობ, რომ საზოგადოებაში, რომელშიც არ არის ღმერთი, არ შედგება კონსენსუსი მორალურ ფასეულობებზე და ეს საზოგადოება ვერ მოახერხებს იცხოვროს ამ ფასეულობების თანახმად”.
”ყოველივე ეს საჭიროებს პოლიტიკურ ნებას. ჯანსაღი სეკულარიზმის დაშვება-მათ შორის პლუარლიზმი პოლიტიკურ შეხდულებებში - არის უმთავრესი ჭეშმარიტ ქრისტიანულ ტრადიციაში. ეკლესია ექომაგება ღარიბებს და იცავს სამართლიანობას, რადგანაც ის არ წარმოადგენს პოლიტიკურ ორგანოს. სწორედ ამ დამოუკიდებლობის შენარჩუნებით შეუძლია მას ასწავლოს ის ჭეშმარიტი ფასეულობები, რომელიც აუცილებელია ადამიანისათვის, უჩვენოს სიცოცხლის არჩევანი, წარმართოს ცნობიერება და დარჩეს პოლიტიკის მიღმა.
ეკლესიის უმთავრესი მოვალეობაა: დაიცვას სამართლიანობა და ჭეშმარიტება. საერო კათოლიკეები უნდა აცნობიერებდნენ, მათზე დაკისრებულ მოვალეობას, ისინი უნდა იღებდნენ მონაწილეობას კონსენსუსში და მუდმივად უნდა ეწინააღმდეგებოდნენ უსამართლობას”.
თავის საუბარში ბენედიქტე XVI შეეხო ოჯახს. მან ის მოიხსენია, როგორც “კაცობრიობის მემკვიდრეობა”, “სარწმუნოების სასწავლებელი, საძირკველი ადამიანური და სამოქალაქო ფასეულობებისა, კერა სადაც სიცოცხლე იბადება და სადაც მას სიხარულით ელიან. ეჭვგარეშეა, რომ ამჟამად ასეთი “ოჯახი” განიცდის ნგრევას, რომელიც გამოწვეულია სეკულარიზმითა და ეთიკური რელატივიზმით, სიღარიბით, სოციალური არასტაბილურობით და საერო კანონმდებლობით, რომელიც ეწინააღმდეგება ქორწინებას, მხარს უჭერს რა კონტრაცეფციას და აბორტს, რაც საფრთხეს უქმნის კაცობრიობის მომავალს”.
აქედან გამომდინარე, მან თქვა, რომ: ”რადგანაც ოჯახი წარმოადგენს საზოგადოების ბირთვს აუცილებელია ხელი შევუწყოთ საოჯახო პოლიტიკის გატარებას, ოჯახის უფლებების დაცვის შესაბამისად. ის კაცობრიობის სიკეთეა”.
---------------------------------------------------
ჩემი აპლოდისმენტები ამ შესანიშნავი მოაზროვნის მიმართებას!