Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
რელიგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(13)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ბერ-მონაზვნები და მათი ცხოვრების სტილი
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Jane_Eyre
შარლოტა
ჯგუფი: Registered
Jane_Eyre
შარლოტა
ჯგუფი: Registered
წერილები: 561
წევრი No.: 67616
რეგისტრ.: 16-July 08
#61560235
· 23 Sep 2024, 12:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ამ თემაში განვათავსოთ ბერ-მონაზვნებისა და მონასტრულ ცხოვრების შესახებ ღირსი მამებისა და დედების გამონათქვამები. ასევე სიახლეები ქართველი ბერებისა და მონაზვნების შესახებ.
„მეოთხე საუკუნეში ეგვიპტეში ცხოვრობდა ერთი ბერი, რომელსაც სასწაულმოქმედების განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა მიცემული და ამის გამო დიდი სახელიც გაუვარდა. მალე მან იგრძნო, რომ ამპარტავნება ერეოდა და მას თავისი ძალებით ვეღარ უმკლავდებოდა. მაშინ ბერმა შესთხოვა ღმერთს, ეშმაკეულად ექცია იგი, რათა როგორმე დამდაბლებულიყო. ღმერთმა ისმინა მისი ვედრება და მიუშვა სატანა. მართლაც, სასწაულმოქმედი უეცრად ეშმაკეული გახდა: ხუთი თვის მანძილზე მას ჯაჭვებით აბამდნენ, ხალხმა, რომელიც აქამდე ადიდებდა მას, როგორც წმინდანს, ახლა მიატოვა, რადგან ხმა გავარდა, ბერი შეიშალაო. ასე გათავისუფლდა იგი კაცთა დიდების ტვირთისგანაც და ამპარტავნებისგანაც, შემდეგ კი მადლობა შესწირა ღმერთს, რომელმაც წარწყმედას გადაარჩინა. ამ მოღვაწეს ხსნა მოევლინა მცირედი ტანჯვისა და ხორციელ კაცთა წინაშე შერცხვენის გზით, რომლებსაც არ ესმოდათ, რომ სასწაულების მეშვეობით ეშმაკი ბერის დაღუპვას ცდილობდა, ღმერთმა კი, მოუვლინა რა ეშმაკეულობა, თავისი გამოუთქმელი მოწყალებით უსაფრთხო გზაზე დააბრუნა“.
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
„2024 წლის 29 მარტს დედოფლისწყაროს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ მონაზვნად აღკვეცა დედოფლისწყაროს წმინდა მიქაელ ყულოშვილის სახელობის დედათა მონასტრის მორჩილი მარინა (ინაშვილი) და ეწოდა მონაზონი შუშანიკი“.
This post has been edited by
Jane_Eyre
on 23 Sep 2024, 12:55
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Anna Ricci
Crazy Member
ჯგუფი: Members
Anna Ricci
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4051
წევრი No.: 123899
რეგისტრ.: 19-November 10
#61560702
· 23 Sep 2024, 17:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
-"ერთი ჩემი ბავშვობის ძმაკაცი შემხვდა, მთხოვა -"გეხვეწები მამა გაბრიელს შემახვედრე" -ვუთხარი -"ასე ადვილად ეგ საქმე არ გამოვა დრო მჭირდება მეთქი" - მივდექი, მოვდექი, შევაწუხე ხალხი და როგორღაც მოვახერხეთ მამა გაბრიელთან შეხვედრა, არადა მიკვირდა ამ უღმერთოს იმ წმინდა კაცთან რა უნდა მეთქი,
ტაძრის ეზოში დაგვხვდა მამა გაბრიელი, პირველი მე მივედი, ხელი ჩამომართვა მერაბს კი ეუბნება აქ რამ მოგიყვანაო, ისე უთხრა თითქოს იცნობდნენ ერთმანეთს, მერაბსაც გაუკვირდა მაგრამ არ დაბნეულა და უთხრა:
– "მამა გაბრიელ, რწმენა დავკარგე და ღმერთს ვერ ვპოულობ"
–" მერედა ღმერთს შენი მეზობლის ცოლთან იპოვი?! "– უპასუხა გაბრიელმა,
მერაბი გაშრა, შუბლზე ცვარად მოედო ოფლი, ვეღარ გაუძლო ბერის დაჟინებულ მზერას და თავი ჩაღუნა, იმის იმედით, რომ გაბრიელი მის თვალებში ვეღარ ამოიკითხავდა ყველაფერს,
– "მოდიხარ ჩემთან" – გააგრძელა მამა გაბრიელმა, – "მოდიხარ ჩემთან და მთხოვ ღმერთი გაპოვნინო, გუშინ ბაზარში ღარიბ-ღატაკ პატარა ბიჭს რომ ევაჭრებოდი და რის ვაი ვაგლახით მოაცემინე ის ერთადერთი ცხვარი კაპიკებად, მერმე წახვედი, ჯიბიდან ბღუჯა ფული ამოიღე და აქეთ-იქით აფრიალე, იმ ცხვრის ხაშლამით გამომსკდარმა და ყანწებით გამოფრუტუნებულმა, – აი მაშინ იმ ღატაკი ბავშვის თვალებში რატომ არ ეძებდი ღმერთს?!" – მერაბი თავს ზემოთ ვეღარ წევდა, ეტყობოდა რომ ტიროდა
– "დღეს, ტაძარში მომავალს ჯიბეში მანეთიანიღა რომ გედო და გზად მოხუცი უპოვარი დახმარებას გევედრებოდა რა უპასუხე?! – ტაძარში მივდივარ და სათნლის ფული მაქვს დარჩენილიო?! – რატომ არ დაინახე იმ მოხუცის შიმშილით ჩაცვენილ ლოყებში და ცრემლითა და სირცხვილით სავსე თვალებში უფალი?!შენი უცოდინარი შვილის სამსახურში ასაყვანად, რატომ გააშვებინე ის ბეჯითი ყმაწვილი, თავის საქმეს კარგად რომ აკეთებდა, განა იმის ლოგინად ჩავარდნილ დედას შენი შვილი მიუტანს წამალს, თუ შეენ?!
შენ შვილო ჩემო, ღმერთს ვერ იპოვი მეზობლის ქალის კალთაში, ვერ იპოვი უზომო სმა-ჭამაში, ვერ იპოვი ყველაზე დიდი სანთლის დანთებაში, ვერ იპოვი უსამართლოდ დაწინაურებული შვილის მომავალში, ღმერთი, მეზობლის ზურგში დანის ჩარტყმა კი არა, მეზობლის გვერდში დგომა და გატანაა! ღმერთი გაჭირვებულისთვის ვაჭრობის დაწყება კი არა, იმაზე მეტის მიცემაა, ვიდრე თვითონ აფასებს! ღმერთი ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობაა, რომლებიც ჩვენს მომავალს აშენებენ და არა მათთვის ხელის შეშლა! ღმერთი უპოვრისათვის 5 კაპიკის ჩუქება უფროა, ვიდრე 2 მანეთიანი კელაპტრების დანთება ტაძარში, რადგან კაცთა სიყვარულით გაცემული 5 კაპიკი, იმ 2 მანეთიან კელაპტარზე მეტად გაანათებს შენს სულს,
ღმერთს არ მიუტოვებიხარ, ღმერთი შენი გულის კუთხეში გადამალე, მთელი გული კი მრუშობას, ვაჭრობას, ბოღმასა და შურს დაუთმე, ამიტომ დღეიდან, თუ მართლა ნანობ, თქვი უარი ყოველივე ამაზე და ღმერთს იმ წამსვე იგრძნობ შენს სულში, გონებაში და სხეულში" -შემდეგ გამიღიმა -" კარგით ახლა ბავშვებო, ნუ დაღონდებით, წამოით ახლა ერთი ჭიქა დავლიოთო…” - ეს იყო ღვთისაგან გამოგზავნილი სასწაულმოქმედი, რომელიც განცდა, რათა ადამიანებისათვის წართმეული და შერყვნილი რწმენა, სიყვარული და სწორი გზაზე სვლა დაებრუნებინა!“....
/მალხაზ კვარაცხელია/
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Jane_Eyre
შარლოტა
ჯგუფი: Registered
Jane_Eyre
შარლოტა
ჯგუფი: Registered
წერილები: 561
წევრი No.: 67616
რეგისტრ.: 16-July 08
#61560728
· 23 Sep 2024, 17:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Anna Ricci
დიდი მადლობა, ანა, არ მქონდა წაკითხული
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მამაო ენუქი
რაინდი
ჯგუფი: Members
მამაო ენუქი
რაინდი
ჯგუფი: Members
წერილები: 32978
წევრი No.: 11415
რეგისტრ.: 11-July 05
#61560746
· 23 Sep 2024, 17:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ბერი არის ეს, მართლმადიან ბერს არაფერი სარგებელი არა აქვს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Saturnus
we learn by pain
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Saturnus
we learn by pain
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 9535
წევრი No.: 207692
რეგისტრ.: 16-September 15
#61560822
· 23 Sep 2024, 18:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Jane_Eyre
QUOTE
ამ თემაში განვათავსოთ ბერ-მონაზვნებისა და მონასტრულ ცხოვრების შესახებ ღირსი მამებისა და დედების გამონათქვამები. ასევე სიახლეები ქართველი ბერებისა და მონაზვნების შესახებ.
მთავარი არ დაგვავიწყდეს მაგ ყველაფრის ხარჯზე
(არანორმალური ძილი, არანორმალური კვება, უსექსობა, ირაციონალური რწმენები)
ჰალუცინაციებს რომ ხედავენ და ბოროტი სულები გონიათ
--------------------
Honor me, Chaldean priests
Bow to me in adoration
Evangelize prophets of the boundless joy
Sanctify the sin of indulgence
"Inside every cynical person is a disappointed idealist" George Carlin
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
lashj
597547373
ჯგუფი: Registered
lashj
597547373
ჯგუფი: Registered
წერილები: 1015
წევრი No.: 165408
რეგისტრ.: 12-April 13
#61561296
· 23 Sep 2024, 22:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ბერ მონაზვნობა არაფერში არ არის საჭირო ფსალმუნების კითხვა და მარხვა ნებისმიერს შეუძლია მეც ასე ვარ ვლოცულობ ხოლმე 2.5 ან 3 საათი გააჩნია როგორ განწყობაზე ვარ იმას და ვარ ასე მართლაც
რომ სულების ლაპარაკის სიზმრების და ჰალუცინაციების მეტი არაფერი არაა ამაში ალბათ განვდიდები შემდგომ გარდაცვალებისა ღმერთის განდიდების გამო ვნახოთ
This post has been edited by
lashj
on 23 Sep 2024, 22:19
--------------------
cpu-intel core i5 13400
mb-B660m-a wifi d4 asus
videocard-gtx1650 ddr6 super msi 4gb
ram-48gb ddr4 2x16gb kingston+2X8gb kingston
ssd-1tb kingston A400+ssd 480gb kinsgston A400+ hdd 500 gb
power - 650watt cooler master dn650
case black mid tower +cooler deepcool ag400
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Jane_Eyre
შარლოტა
ჯგუფი: Registered
Jane_Eyre
შარლოტა
ჯგუფი: Registered
წერილები: 561
წევრი No.: 67616
რეგისტრ.: 16-July 08
#61562015
· 24 Sep 2024, 12:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
„როდესაც მორჩილი ვიყავი ერთ მონასტერში, იქ კიდევ ერთი მორჩილი იყო, ჩემივე ასაკის, მან დიდ სულიერ საზომს მიაღწია, სახე უბრყინავდა. იგი ყველაფერში მაგალითი იყო, დიდი მოღვაწე და მოშურნე. ასევე - ძალიან მოკრძალებული. უფროსი მონაზვნები, როდესაც ის ჩაივლიდა, პატივისცემის ნიშნად ფეხზე დგებოდნენ, და მე უფრო მეტ სარგებელს ვიღებდი ამ მორჩილისგან, ვიდრე ყველა წიგნიდან ერთად, რომლებიც მანამდე წამეკითხა, რადგან ის მორჩილი ჩემთვის ცოცხალი მაგალითი იყო.
ერთხელ მე გული მტკიოდა, ამ დროს შემთხვევით ჩემს კელიაში ის ძმა შემოვიდა, და მე მას ვთხოვე ელოცა ჩემთვის. გასულიც არ იყო, რომ ტკივილმა გამიარა. სხვა დროს, მონასტერში ეშმაკეული მოვიდა და მამებს სთხოვა, განეკურნათ იგი. იღუმენმა იმ მორჩილს უთხრა: „ილოცე, რომ ეშმაკი განიდევნოს ამ საცოდავისგან“. მორჩილმა მიუგო: „თქვენი ლოცვებით, იესო ქრისტემ განდევნოს ეშმაკი“, და გაეცალა თუ არა შეპყრობილს, ეშმაკი იმ ადამიანისგან გავიდა.
აი, როგორი კადნიერება გააჩნდა მას ღვთის წინაშე! აი, როგორ სულიერ საზომს მიაღწია! მე ვლოცულობდი, რომ იგი იმავე წმინდანის საზომამდე მისულიყო, რომლის სახელსაც ატარებდა, ჩემთვის კი იმას ვლოცულობდი, რომ მის საზომს მივწვდომოდი. ასევე მოიქეცი შენც და ხილულად დაინახავ ღვთის ძალას“.
/ღირსი პაისი ათონელი/
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Anna Ricci
Crazy Member
ჯგუფი: Members
Anna Ricci
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4051
წევრი No.: 123899
რეგისტრ.: 19-November 10
#61562800
· 24 Sep 2024, 17:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(მამაო ენუქი @ 23 Sep 2024, 17:45 )
ბერი არის ეს, მართლმადიან ბერს არაფერი სარგებელი არა აქვს
ფულით და ბოთლით ინსაზღვრება
სარგებლობა მამაო?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Jane_Eyre
შარლოტა
ჯგუფი: Registered
Jane_Eyre
შარლოტა
ჯგუფი: Registered
წერილები: 561
წევრი No.: 67616
რეგისტრ.: 16-July 08
#61564013
· 25 Sep 2024, 10:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
„ხშირად ყოფილა, რომ უდიდესი ცოდვილები უდიდეს მართლებად გარდაქმნილან. მონასტერი სინანულის ადგილია. შეუძლებელია მონანიებაზე უარი ვუთხრათ მას, ვისაც მონანიება სურს და ეძიებს, თუნდაც მას ეშმაკეულის მსგავსად საკუთარი თავის ფლობა არ შეეძლოს. მაშინ, როცა ღვთის მიერ მოცემულია სინანული და მისი თავშესაფარი, ნავსაყუდელი - მონასტერი ღვთისაგან წართმეული არ არის.“
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Jane_Eyre
შარლოტა
ჯგუფი: Registered
Jane_Eyre
შარლოტა
ჯგუფი: Registered
წერილები: 561
წევრი No.: 67616
რეგისტრ.: 16-July 08
#61566224
· 26 Sep 2024, 11:28 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
„ოდესღაც იორდანეს მიდამოებში არსებობდა მრავალი მონასტრები; ამ მონასტრებში ცხოვრობდნენ მდუმარებაში: მათ შორის იყო სამი ძმა, ანუ ბერი, რომლებიც მორჩილებდნენ ერთ კეთილმოქმედ მდუმარე ადამიანს, რომელიც იყო წმინდა სულის მქონე. ეს უკეთილშობილესი ხუცესი ძალიან მოშურნეობდა იმისთვის, რომ ეს ადამიანები გამოეხსნა მარადიული სატანჯველებისაგან და იგი მთელ თავის ძალისხმევას მიმართავდა მათ გადასარჩენად. მაგრამ ამ უგუნურებმა ვერ გაიაზრეს ეს და გამუდმებით წუწუნებდნენ თავიანთ ხუცესზე. ამბობდნენ, რომ ის სასტიკი და არგულმოწყალეა, და ათას სხვა რამეებსაც ამბობდნენ მასზე.
სულ ცოტა ხანში მიიცვალა ეს ხუცესი და ისინი დარჩნენ მარტონი. თავიანთი ტრადიციისამებრ, ერთ-ერთმა მათგანმა მალე დაიკავა მისი ადგილი და იწყო დარღვევა იმ განაწესისა, რაც დაადგინა ხუცესმა. ამით მას უნდოდა, გამოეჩინა ისეთი გულმოწყალება, რომელიც მისი აზრით, არ გააჩნდა ხუცესს. დანარჩენი ორნი კი ადიდებდნენ ღმერთს იმისთვის, რომ ხუცესად ჰყავდათ თავიანთი სულის შესაფერისი ადამიანი; თუმცა არც მათი დიდება არ იყო მიმართული ღმრთისკენ; მათში უფრო იგრძნობოდა ღმრთისადმი ზიზღიც კი იმის გამო, რომ ისინი იყვნენ თითქოს მოძულებულნი და მიტოვებულნი ღვთისგან! და ასე გადაეშვნენ ისინი ვნებების ჭაობში. მათი ახალი ხუცესი კი არაფერს უშლიდა მათ, რომ მათ თვალში ძალიან სათნო და თავმდაბალი გამოჩენილიყო. არადა სინამდვილეში იგი შინაგანად მთლიანად ჩაფლული იყო სიამაყეში, და მხოლოდ ის აფიქრებდა, რომ იღუპებოდა; თუმცა იმაზე სულაც არ ზრუნავდა, რომ თავი გადაერჩინა.
და რა გამოვიდა ამისგან?
როგორც კი აღესრულა ეს ბოროტი ხუცესი და იგი დაასაფლავეს, მიწამ არამცთუ არ მიიღო იგი, არამედ სამჯერ ამოისროლა სამარიდან ზემოთ. გაოგნებული მოწაფეები მსჯელობდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ და ამ ფიქრებში მოევლინათ კიდეც ანგელოზი, რომელმაც ბრძანა, შეეკრიბათ ადამიანები და მოეყვანათ ერთი ძუკნა ძაღლი; ასეც მოიქცნენ. მერე ძაღლი მასთან ერთად მიაბარეს მიწას, რომ იგი მიეღო მიწას ძაღლად და არა ბერად, რადგან იგი არ იცავდა თავისი კეთილშობილი მოძღვრისგან დადგენილ იმ წესებს, რომელიც მას უნდა გადაფარებოდა საფარველად.
უხუცესის სიკვდილის შემდეგ გარდაიცვალნენ მისი მოწაფეებიც, რომლებიც თავისი უხუცესივით ცოდვების მოუნანიებლად გავიდნენ ამ ქვეყნიდან და ისინიც იმავენაირად დაკრძალეს ძმებმა, ანუ სამარეში მასთან ერთად ჩაასვენეს ძუკნა ძაღლიც. მაგრამ მიწამ მაინც არ მიიღო ისინი და მყისიერად ამოყარა სამარიდან. ამის შემხედვარე ადამიანებმა ახლა უკვე აღარ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ.
ამ დროს მათ მოევლინათ ანგელოზი, რომელმაც საშინელი გრუხუნით ამცნო: „მოიყვანეთ ამ ძუკნისგან ახლადდაყრილი ლეკვები და ჩაასვენეთ მათთან ერთად სამარეში; რადგან ისინი თავიანთი ცხოვრებით ძალიან ჰგავდნენ ამ ლეკვებს“.
და მიწამაც მიიღო ისინი ლეკვებად და არა ბერებად“
/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Saturnus
we learn by pain
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Saturnus
we learn by pain
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 9535
წევრი No.: 207692
რეგისტრ.: 16-September 15
#61566334
· 26 Sep 2024, 12:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ამ დროს მათ მოევლინათ ანგელოზი, რომელმაც საშინელი გრუხუნით ამცნო: „მოიყვანეთ ამ ძუკნისგან ახლადდაყრილი ლეკვები და ჩაასვენეთ მათთან ერთად სამარეში; რადგან ისინი თავიანთი ცხოვრებით ძალიან ჰგავდნენ ამ ლეკვებს“.
და მიწამაც მიიღო ისინი ლეკვებად და არა ბერებად“
wtf
ლეკვები დახოცეს???
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Jane_Eyre
შარლოტა
ჯგუფი: Registered
Jane_Eyre
შარლოტა
ჯგუფი: Registered
წერილები: 561
წევრი No.: 67616
რეგისტრ.: 16-July 08
#61566706
· 26 Sep 2024, 14:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Saturnus @ 26 Sep 2024, 12:16 )
QUOTE
ამ დროს მათ მოევლინათ ანგელოზი, რომელმაც საშინელი გრუხუნით ამცნო: „მოიყვანეთ ამ ძუკნისგან ახლადდაყრილი ლეკვები და ჩაასვენეთ მათთან ერთად სამარეში; რადგან ისინი თავიანთი ცხოვრებით ძალიან ჰგავდნენ ამ ლეკვებს“.
და მიწამაც მიიღო ისინი ლეკვებად და არა ბერებად“
wtf
ლეკვები დახოცეს???
ლეკვები მეც შემეცოდნენ, მაგრამ ის ბერები უფრო საცოდავები არიან
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Saturnus
we learn by pain
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Saturnus
we learn by pain
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 9535
წევრი No.: 207692
რეგისტრ.: 16-September 15
#61567145
· 26 Sep 2024, 16:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Jane_Eyre
QUOTE
ლეკვები მეც შემეცოდნენ, მაგრამ ის ბერები უფრო საცოდავები არიან
ბატონო??
კაი მაგალითია ეს რა დონის გამოგონილი ზღაპრებით გაქვთ სავსე "ლიტერატურა".
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Jane_Eyre
შარლოტა
ჯგუფი: Registered
Jane_Eyre
შარლოტა
ჯგუფი: Registered
წერილები: 561
წევრი No.: 67616
რეგისტრ.: 16-July 08
#61568629
· 27 Sep 2024, 10:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
„მონასტრის ყველა წესი კეთილსინდისიერად შეასრულე და ნებისმიერი საქმე, რომლის კეთებაც ამ წესების თანახმად გმართებს, თვით ღმერთის მიერ სახელდობრ შენთვის გამოგზავნილად შერაცხე; მონასტრის საქმეებზე გაწეული შრომაც უფალს მიუძღვენი, თითქოს თვითონ იგი იდგეს შენ წინაშე და გიყურებდეს“.
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მამაო ენუქი
რაინდი
ჯგუფი: Members
მამაო ენუქი
რაინდი
ჯგუფი: Members
წერილები: 32978
წევრი No.: 11415
რეგისტრ.: 11-July 05
#61568637
· 27 Sep 2024, 10:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
კინიკური იგავის დეგრადირებული ქრისტიანული ვარიანტია ეგ იგავი და საერთოდ აცდენილია პირველწყაროს
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
რელიგია
|
იქით
»
Pages:
(13)
[1]
2
3
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0369 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.