გუშინ ევროპამ რუსეთთის გაზზე დამოკიდებულების შემცირებისკენ მოულოდნელი ნაბიჯი გადადგა. ორი ევროპული ნავთობკომპანია ერაყის ნახევრად ავტონომიურ რეგიონში, კურდისტანში გაზის მსხვილი საბადოს დამუშავებაზე შეთანხმდა.
ავსტრიულმა OMV-მ და უნგრულმა MOL-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც მომავალში მათ გაზის ტრანსპორტირებას ნაბუკოს საშუალებით მისცემს.
ეს 3 300 კილომეტრიანი მილსადენი ევროპული ენერგოპოლიტიკის საკვანძო ელემენტია, რომელიც რუსეთიდან იმპორტის შემცირებას და ცენტრალური აზიიდან რეგიონის გაზით მომარაგებას უკავშირდება.
თუმცა ჯერჯერობით მისთვის საკმარისი გაზი არ არსებობს.
OMV და MOL რეგიონალურ პარტნიორებთან ერთად კურდისტანის აირის საბადოებში 8 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ და დარწმუნებულები არიან, რომ იქიდან 3 მილიარდი კუბური მეტრის გაზს მიიღებენ, ანუ იმაზე თითქმის ორჯერ მეტს, ვიდრე ბელგია და ლუქსემბურგი ერთად მოიხმარს.
ამ გაზის ნახევარი ევროპამ შეიძლება ნაბუკოს საშუალებით მიიღოს.
პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ კურდისტანიდან გაზის ექსპორტი, ბაღდადთან დავას ართულებს. მხარეებს შორის სერიოზული უთანხმოება არსებობს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა განაწილდეს არსებული ნავთობისა და გაზის მარაგები ქვეყნის რეგიონებს შორის. OMV და MOL-მა Pearl Petroleum-ის 10 პროცენტი შეისყიდეს, რომელიც კურდისტანში ჰორ მორის გაზის საბადოს ამუშავებს.
თავის მხრივ Pearl Petroleum-მა, რომელიც Crescent Petroleum-ის და Dana Gas-ის - ორი რეგიონალური კომპანიის საკუთრებაა - 605 მილიონი დოლარი ჩადო საბადოში კურდისტანის ადგილობრივ ბაზარზე.
OMV თანახმაა პირველი შესატანის სახით პროექტზე 350 მილიონი დოლარი დახარჯოს, იმ დროს როდესაც MOL-მა Pearl Petroleum-ის აქციების 10 % საკუთარი აქციების 3 %-ზე გაცვალა.
OMV და MOL ცალ-ცალკე ნაბუკოს აქციების 16,67 %-ს ფლობენ. გაზის მიმწოდებლების დეფიციტთან ერთად, პროექტის მდგომარეობას ართულებს კონკურენცია “სამხრეთის ნაკადთან” - მილსადენთან, რომელსაც უდიდესი რუსული გაზის მონოპოლისტი “გაზპრომი” და იტალიური ენერგოკომპანია Eni აშენებენ.
Eni-ს ხემძღვანელმა პაოლო სკარონიმ პარასკევს Financial Times-ს განუცხადა, რომ გაზის პოტენციურ მომწოდებლებთა დაკავშირებული პრობლემების გამო, მას ეჭვი ეპარება, რომ ნაბუკოს პროექტი ოდესმე განხორციელდება.
ნაბუკო ამუშავდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მასში თურქმენეთის, ყაზახეთის და შესაძლოა, ირანის გაზი გაივლის. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, საეჭვოა რომ ეს მოხდეს,” აღნიშნა სკარონიმ.
http://foreignpress.ge/?p=5120